ყვითელი

ფერების ფსიქოლოგია

Posted on Updated on

ფოტო-FACE.GE
ფოტო-FACE.GE

ფერი ადამიანი ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოხატავ, ასევე ადამიანის განწყობას და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის ფერები. ყველა სფეროში ფერს თავისი დატვირთვა აქვს, მაგალითად ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერი 7 ძირითად პლანეტას შეესამება. წითელი-მარსი, ლურჯი-ვენერა, ყვითელი–მერკური, მწვანე–სატურნი, ალისფერი – იუპიტერი, ნარინჯისფერი – მზე, იისფერი-მთვარე. არსებობს ორი კატეგორიის ფერი-ცივი და თბილი. თბილი ფერები თითქოს სიკეთეს და ნდობას ასხივებენ, ცივი ფერები კი დამოუკიდებლობას, განყენებულობას და დისტანციას, ასევე თბილი ფერები უფრო მეტად ენერგიასთან, ცივი კი სიმშვიდესა და თავდაჯერებულობასთანაა დაკავშირებული.

ფოტო - zoopi.ge
ფოტო – zoopi.ge

თეთრი-ასოცირდება სიწმინდესა და სისუფთავეზე. თეთრი ფერი ასოცირდება საქორწინო კაბასა და ექიმის ხალათთან, ასოცირდება დიდსულოვნებასა და კეთილსობილებასთან, სინაზესთან და სიწმინდესთან.

ფოტო-WISH.GE
ფოტო-WISH.GE

შავი-უბედურების, გლოვის ფერია. ფსიქოლოგიურად ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. ადამიანს, რომელსაც უყვარს შავი ფერი მიდრეკილება აქვს დეპრესიისკენ.

ფოტო-UCNAURI.COM
ფოტო-UCNAURI.COM

ყვითლი-ასოცირდება მზესთან, შემოდგომასთან. ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. ვისაც ეს ფერი უყვარს, კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამი პიროვნებაა, ადვილად ახერხებს სხვათა კეთილგანწყობის მოპოვებას. ვისთვისაც ეს ფერი უსიამოვნოა, პესიმისტია, მასთან ურთიერთობა ძნელია. ყვითელი ენერგეტიზმის ფერია.

ფოტო - compinfo.ge
ფოტო – compinfo.ge

ლურჯი-ასოცირდება ცასთან. აღნიშნავს სიკეთეს, ერთგულებას, ურთიერთობის სიმტკიცეს. ადამიანი, რომელსაც უყვარს ლურჯი ფერი, მალე იღლება და ხშირად სჭირდება დასვენება. ასეთი ადამიანები არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები.

ფოტო - hdwallpaper1080.net
ფოტო – hdwallpaper1080.net

მწვანე-ასოცირდება სიმშვიდესთან, სისუფთავესთან და ჯანმრთელობასთან. არსებობს ორი მწვანე, მუქი და ღია. მუქი მწვანე მოზღვავებასთან ასოცირდება, ღია კი სიშვიდესთან. ეს ფერი ასევე ასოცირდება ფულთან, წარმატებასთან, ენერგიასთან, ასევე ბალახთან. პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს.

This slideshow requires JavaScript.