ასეთ ზესაინტერესო ფაქტს წავაწყდი იუთუბზე, მოვიძიე ინფორმაცია და ახლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ძალიან უჩვეულო რაღაც მინდა მოგიყვეთ. კარგა ხანი გაშტერებული ვუყურებდი, თუ როგორ ამოჰყავთ მამაკაცის მუცლიდან მუტაცია განცდილი სხეული. ეს არ არის ზებუნებრივი მოვლენა, ანუ მართლა ფეხმძიმედ კი არ იყო ის კაცი 🙂 მომხდარა რაღაც ორსულობის საწყის პერიოდში და ერთი ტყუპისცალი (ნუ ნაკლებად განვითარებული ემბრიონი) შეუერთდა მეორე, შედარებით დიდ და განვითარებულ ნაყოფს. (ვიდეოში ნახეთ, დაწვრულებითაა ნაჩვენები, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო). 

Sanju Bhagat (სანჯუ ბაგატი, ალბათ ასე იკითხება, არ ვიცი 🙂 ) ყოველთვის უჩიოდა დიდ ღიპს :))) ხალხი დასცინოდა, 9 თვის ორსულს გავხარო 🙂 აი სურათიც ნახეთ:

 

ორსული კაცი

ორსული კაცი

ასე გრძელდებოდა 36 (!!!) წელი. ერთ დღეს კი მუცელი ასტკივდა საშინლად. თავიდან მუცლის ღრუში დიდი ზომის სიმსივნე ეგონათ და სასწრაფო ოპერაცია გადაწყდა. გაჭრეს მუცელი და ექიმმა ძვლების გროვა დაინახა. სინამდვილეში ძვლის გროვა არ ყოფილა, ამ კაცის ტყუპისცალი )ძმის სხეული იყო, რომელმაც მუტაცია განიცადა, ფრჩხილებიც გაზრდილი იყო და თითებიც გამოკვეთილად ჩანდა.  ვიდეოში ჩანს საშინელი სანახავია. საერთოდ, თურმე ასეთი შემთხვევები ხდება, სამედიცინო ჩანაწერებში ამგვარი 90 შემთხვევა გვხვდება , მაგრამ, როგორც წესი ორივე ნაყოფი იღუპება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. 

კაცმა 36 წელი მუცლით ატარა საკუთარი ტყუპისცალი…

მიუხედავად ამისა, იმ სოფელში, ხალხს მაინც ჰგონია, რომ მან ბავშვი გააჩინა. მიდი და დააჯერე გაუნათლებელი ინდოელი გლეხი, რომ მედიცინაში ფენომენს ჰქონდა ადგილი 🙂

აი ვიდეოც, დაწვრილებითაა მოყოლილი ყველაფერი.