ყველამ ძალიან კარგად იცით რომ წარბები უდიდეს როლს თამაშობს არა მარტო მაკიაჟში, ზოგადად ადამიანის გარეგნობაში.
ხო და მიუხედავად იმისა რომ კავკასიელები ბუნებამ უხვად დაგვაჯილდოვა წარბებით, მშვენივრად მოვახერხეთ რომ წარბები ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოზარდების (რაც კიდევ უფრო საწყენია) №1 პრობლემად იქცა. მე მინიმუმ კვირაში 10-15 და პერიოდულად დღეში 20-25 გოგონასთვის მიწევს მაკიაჟის გაკეთება და ჩემი დაკვირვების მერე თავს უფლებას ვაძლევ წარბებს დღეისათვის ჩვენი მოსახლეობის პირველი პრობლემა დავარქვა.
ჩემი ლოიალური მიდგომა, რომ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, მთავრდება წარბებთან. მიმაჩნია რომ პინცეტი არაპროფესიონალის ხელში ძალიან საშიში იარაღია და უპრიანი (ეს სიტყვა არ კარგავს პოპულარობას 🙂 ) იქნებოდა ლიცენზიით იყიდებოდეს. თანაც თუ გავითვალისწინებთ რომ ბედის ირონიით რამდენიც არ უნდა ვებრძოლოთ არასასურველ თმას თითქმის არანაირი მეთოდი არ ჭრის, წარბზე კი საკმარისია ერთხელ წაგვიცდეს ხელი და დაემშვიდობეთ……..
მანამ სანამ წარბების ამოღებას გადაწყვეტთ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ რამოდენიმე რჩევას. მე ჩემი მხრივ ვეცდები ყველა თეორია დავასაბუთო
- ზემოდან წარბების ამოღებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ზემოდან ამოღება შეიძლება მაშინ თუ მაინც და მაინც გადაწყვეტთ რომ ერთი ორი ღერი ძალიან გაწუხებთ.
დასაბუთება: ეს იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შეყვებით წარბის ამოღებას ზემოდან, მით უფრო უახლოვდებით თვალის ფოსოს და ძალიან პატარა ადგილი რჩება წარბიდან თვალამდე, თვალი ამ დროს დახურული და დახრილი ჩანს. ეს კი არავის უხდება მერწმუნეთ.
- თუ გადაბმული წარბები გაქვთ ან გგონიათ რომ ცხვითან ძალიან ახლოს გაქვთ წარბები, ფრთილად იყავით ძალიან არ შეყვეთ ამოღებას.
დასაბუთება: ამ შემთხვევაში ცხვირი დიდი და ბრტყელი გამოჩნდება, გამოხედვა კი უცნაური. მე პირადად ასეთ დროს შეგრძნება მიჩნდება რომ ადამიანი ცხვირიდან იხედება 🙂
3. არასოდეს არ გააკეთოთ წარბებისგან სწორი ხაზი, რომელიც რატომღაც ძალიან მოდაშია ამ ბოლო დროს. სწორი წარბები არავის უხდება!
დასაბუთება: დააკვირდით ამ დროს როგორი ოთხკუთხედი ჩანს შუბლი, თვალები კი დახრილი ან ძალიან შევარდნილი.
წარბების ამოღებას თავისი წესები აქვს და იმ ხაზებს რომლებიც ამ დროს უნდა დავიცვათ ჰარმონიის ხაზებს ეძახიან.
თუ ამ ხაზებს გაითვალისწინებთ პირველივე ცდიდან შეიძლება იდეალური წარბი არ გამოგივიდეთ, მაგრამ დიდ შეცდომასაც ვერ დაუშვებთ. რაც ყველაზე მთავარია სახეს არ დაუკარგავთ პროპორციებს.
დახატვის დროს გაითვალისწინეთ რომ ყველაზე მუქი მაღალი წერტილი უნდა იყოს, ყველაზე ღია წარბის დასაწყისი. ეს იმიტომ რომ რაც უფრო მუქია წარბი ცხვირთან მით უფრო გაბრაზებული გამომეტყველება გექნებათ.
პინცეტით ამოღებისას გაითვალისწინეთ რომ მიმართულება ზემოთ უნდა გქონდეთ, (მიუხედავად იმისა რომ ქვემოთ მიმართულებით ამოღება უფრო უმტკივნეულოა.) ეს იმიტომ რომ წარბების ძირიც შეიცვლის მიმართულებას და შემდეგ უკვე ქვემოთ დახრილი ღერები ამოვა რასაც უკვე ვეღარაფრით უშველით. ეს კი ძალიან არასასიამოვნო და ხელის შემშლელია.
ასევე აბაზანიდან გამოსულზე, ანუ კარგად დაორთქვლის შემდეგ წარბების ამოღება შედარებით უმტკივნეულოა.
გაითვალისწინეთ რომ წარბების დახატვისას შეგიძლიათ თქვენი წარბის ფერზე ერთი ან ორი ტონით ღია ფერი გამოიყენოთ მაგრამ არავითარ შემთხვევაში მუქი. როგორი შავი თმაც არ უნდა გქონდეთ გაითვალისინეთ რომ შავი ფერის გამოყენება წარბების დახატვისას დაუშვებელი შეცდომაა.
ცოტა ამოვისუნთქე, ეგ პროპორციები არ დამირღვევია :)) დედაჩემს ჰქონდა რაღაც საბჭოთა წიგნი სილამაზეზე და ეგ სქემა იქაც ეხატა 🙂
საგვარეულო მსხვილი წარბები მაქვს ბუნებრივად და დავითხელე. ახლა მეუბნებიან, ცოტა ზედმეტად დაგიწვრილებიაო 🙂
იცი, რა გამახსენდა? მდივანი ვერა “სამსახურებრივი რომანიდან”: Бровь должна быть тоненькая-тоненькая, как ниточка …:))))
LikeLiked by 1 person
მოდა როგორ ყველაფერს ეხება – მ.შ. წარბების სისქესაც კი 🙂
LikeLiked by 1 person
არა მარტო სისქეს ფორმასაც და ხან და ხან ფერსაც 🙂
LikeLiked by 1 person
ქვედა კომენტარი აშკარად შენ გიპასუხე და ცალკე რატომ დაჯდა არ ვიცი 😦
LikeLike
მივხვდი 🙂
LikeLike
ეს ხომ იცი როგორც რაც არ გვაქვს ის მოგვწონს 🙂 ახლა სქელი წარბებია მოდაში და შეგიძლია თავისუფლად დაიბრუნო ძველი ფორმა 🙂 წარბებთან ექსპერიმენტები “მოსულია” მთავარია ზემოდან არ ამოიღო ზედმეტად 🙂 ხან გაიმსხვილებ ხან გაითხელებ 😉
LikeLiked by 1 person
თაკო, მადლობა კიდევ ერთი სასარგებლო პოსტისათვის. ბევრი რამ არ ვიცოდი (ბუნებრივია) და ძალიან გამოამდგება 🙂
LikeLiked by 1 person
🙂 მადლობა
LikeLiked by 1 person
გამოხმაურება: „აუ ლოყები კარგად ჩამიგდე რაააააააა“ | Tako`s Blog