ლეილა აბაშიძე


” ჩემს წარმატებებზე ყველას ვუყვებოდი, მეგონა რომ მათაც უხაროდათ, თურმე ვცდებოდი.
მტრებს ვიძენდი,
ბედნიერი ჩუმად უნდა იყო..” 

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა მიხაილის ასული აბაშიძე დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში, საქართველო. მამა რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის, რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და ტან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გიგოგებს მირმა ნახეს.

ლეილა აბაშიძეს უცხოური პრესა ჰოლივუდის მსახიობ მერი პიკფორდს ადარებდა. წერდნენ, რომ საბჭოთა კინოსამყაროს საკუთარი, აქამდე ჯერ არნახული ვარსკვლავი ჰყავდა. სილაღითა და ნიჭიერებით ის ნამდვილად ჰგავდა მერი პიკფორდს.

მსახიობი 1940 წლიდან კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობდა და 1941 წელს შეასრულა მისი პირველი როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში “ქაჯანა”, სადაც ის ასახიერებდა კატოს. იმ დროისთვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სიკო დოლიძის ფილმში “შეხვედრა წარსულთან” ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

ლეილა აბაშიძემ კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი “მოლოდინი”, რომელის შოთა და ნოდარ მანაგაძეებტან ერთად გადაიღო. 1966 წელს მან დიდებულად შეასრულა მტავარი როლი ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “შეხვედრა მთაში”, სადაც პარტნიორობას ტეგგიზ არჩვაზე უწევდა. 1970 წელს იყო ვარდისახარის როლი ვახტანგ ტაბლიაშვილის ქართულ მხატვრულ ფილმსი “დიდოსტატის მარჯვენა”, რომელსაც საფუძვლად უდევს სვეტიცხოველის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია, რომლის საფუძველზეც მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა რომანი “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”.

გარდა ამისა, ლეილა აბაშიზე თამაშობდა სხვადასხვა როლებს სხვადასხვა ფილმებში, მათ შორისაა; “მოლოდინი”, “გასეირნება თბილისში”, “ზვარაკი” და სხვა. ლეილა აბაშიზემ განსაკუთრებული პოპულარობა, ხალხის აღიარება, სიყვარული მოიპოვა ფილმებში “ხევისბერი გოჩა”, სადაც ლეილა ძიძიას როლს ასრულებს, “ჭრიჭინა”, “აბეზარა”, “მაია წყნეთელი”, “შეხვედრა მთაში” შესრულებული როლებისთვის.
შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების “მოლოდინის”, “კოშკები სდუმანის” სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის “თბილისი, პარიზი, თბილისის” სცენარის ავტორი და რეჟისორი. იგი 1958 წლიდან გახლდათ კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

ქართველი კინომსახიობი, რეჯისორი და სცენარისტვი 2018 წლის 8 აპრილს 88 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა. იგი აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა გარდაცვალების ბოლო წუთებამდე.

დატოვე კომენტარი