ქეით უინსლეტი

ქეით ელიზაბეთ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს (43 წლის) რედინგში, დიდი ბრიტანეთი. მსახიობია 1991 წლიდან დღემდე. უინსლეტი პატარა ასაკიდანვე დაეუფლა დრამას. კარიერა დაიწყო 1991 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში. კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ზეციური არსებები“, რის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა უინსლეტის შემოქმედება დადებითად შეაფასეს. შემდეგ იყო ფილმები „გრძნობა და გონება“ და „ტიტანიკი“. ეს უკანასკნელი იქცა უინსლეტის კარიერაში ყველაზე უხვშემოსავლიან კინოდ. 2000 წლიდან მოყოლებული უინსლეტის კინოშემოქმედებას კინოკრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია შესრულებული როლები ფილმებში: „მარკიზ დე სადის კალამი“ (2000წ.), „აირისი“ (2001წ.), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004წ.), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004წ.), „პატარა ბავშვები“(2006წ.), „მკითხველი“ (2008წ.), „რევოლუციური გზა“ (2008წ.).

უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ New York Magazine-ის ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა დევიდ ედელშტეინმა აღნიშნა: „კეიტ უინსლეტი არის მისივე თაობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მსახიობი.“ კომერციული თვალსაზრისით უინსლეტის წარმატებული ნამუშევრებია რომანტიკული კომედია „შვებულება გადაცვლით“ და ანიმაციური ფილმი „ჩარეცხილი“(ორივე 2006წ.). ამ უკანასკნელში ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს. ოსკარი მიენიჭა შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. მოიპოვა 3 ოქროს გლობუსი და 2 ბაფტა, აგრეთვე გრემისა და ემის პრემია. ოსკარის პრემიაზე საერთო ჯამში 6-ჯერ იყო ნომინირებული. სერიალ „ბნელი სეზონის“-ს გადაღებებზე გაიცნო მსახიობი სტივენ ტრედრი, რომელთანაც დაახლოებით 4 წელი ჰქონდა ურთიერთობა. წყვილი ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა, თუმცა ურთიერთობა შეინარჩუნეს. ფილმ „ტიტანიკის“ გადაღებებზე გაიცნო ლეონარდო დიკაპრიო, რომელთანაც დღემდე ახლო მეგობრობა აკავშირებს.

1998 წლის 22 ნოემბერს უინსლეტი დაქორწინდა ჯიმ თრიპლეტონზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1997 წელს ფილმ „ექსპრესი მარაკეშში“ გადაღებებზე. 2000 წლის 12 ოქტომბერს შვილი შეეძინათ. 2001 წლის 13 დეკემბერს წვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ წლებში უინსლეტს ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ სემ მენდესთან. ისინი დაქორწინდნენ 2003 წლის 24 მაისს. 2003 წლის 22 დეკემბერს წყვილს შვილი შეეძინა. 2010 წლის მარტში უინსლეტმა და მენდესმა გაყრის შესახებ განცხადება გააკეთეს. დღეისათვის განქორწინებულები არიან. მან მიიღო: BAFTA_საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში ,,გრძნობა და გონება”(1995წ)-სთვის. საუკეთესო მსახიობი ქალი. ,,მკითხველი” (2008წ)-სთვის. ოქროს გლობუსი-საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში ,,რევოლუციური გზა”(2008წ)-სთვის. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში მკითხველი(2008წ.)-სთვის. ,,სტივ ჯობსი”(2015წ.) ოსკარი _ ,,საუკეთესო მსახიობი ქალი”, ფილმში: ,,მკითხველი”(2008წ).

დატოვე კომენტარი