Tag Archives: Frida

ირმა შარიქაძის პროექტი “წერილები”


ფრიდა კალოს ნივთები 50 წლის შემდეგ

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

1954 წელს ფრიდას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, გამოჩენილმა მხატვარმა, დიეგო რივერამ ფრიდას პირადი ნივთებიმექსიკაში, თავიანთი სახლის აბაზანაში ჩაკეტა. დიეგოს გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, ფრიდას ნივთების ხილვა შესაძლებელი გახდა. 2004 წელს რამდენიმე ნივთი აბაზანიდან გამოიტანეს. ფოტოგრაფმა Ishiuchi Miyako-მა ნივთები სათითაოდ გადაიღო და არქივი შექმნა. მხატვრის პირადი ნივთები გამოფენის სახით წარმოდგენილია ლონდონში Michael Hoppen გალერეაში. რამდენიმე ფოტო The Guardian-მაც გამოაქვეყნა.

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ქ წარმოდგენილია ფრიდას კაბები და ფეხსაცმელი, რომლებიც სპეციალურად იყო მისთვის შექმნილი ტრამვის გათვალისწინებით – ერთი ფეხსაცმელი უფრო მაღალი იყო, კაბის ფეხის ტოტებიც იმეორებდა მისი არაპროპორციული სხეულის ფორმებს, რის დასაფარადაც ის ძირითადაც ტრადიციულ ფართხუნა კაბებს ატარებდა.

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

 

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

ფრიდა კალოს ცხოვრების მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა.

ფრიდა კალო (Frida Kahlo; დ. 6 ივლისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― გ. 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელიფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვარი დიეგო რივერას მეუღლე.

ფოტო: fridakahlo.org

ფოტო: fridakahlo.org

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიოგაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.

ფოტო: worldsangha.net

ფოტო: worldsangha.net

1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.

ფოტო: jennifermichie.com

ფოტო: jennifermichie.com

მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებები ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.

თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთს”სოციალიზმის ახალ იმედს” უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.

დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით „ფრიდა კალო“ გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს. 1984 წელს რეჟისორმა პოლ დე ლუკმა გადაიღო ფილმი „ფრიდა, ნატურალესა ვივა“ (Frida, naturaleza viva), რომელშიც ფრიდას როლს ოფელია მედინა თამაშობს. 2002 წელს კი, სტუდია მირამაქსმა (Miramax) გადაიღო მხატვრული ფილმი სახელწოდებით “ფრიდა”, სალმა ჰაიეკით მთავარ როლში.

კალოს არატრადიციული შესახედაობა, გადაბმული წარბებითა და თხელი ულვაშებით (რომელსაც ის არ იშორებდა) თვალშისაცემი იყო, და ამას ის საკუთარ ავტოპორტრეტებშიც ხაზს უსვამდა.

 

biography.com

biography.com

 

 

 

 

ინფორმცია მოძიებულია საიტებზე: avtoradio.ge; angel.ge და wikipedia.org