Image
ინდოეთში არის ასეთი დღესასწაული “ჰოლი” ძალიან მხიარული და ლამაზი დღესასწაულია..
ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, და ერთერთი მათგანის მიხედვით ღმერთ კრიშნას მუქი ფერის კანი ჰქონდა, ხოლო მის მიჯნურ რადჰას ლილიას ყვავილივით თეთრი. ერთხელ კრიშნამ თავის დედას ხუმრობით შესჩივლა ამ „უთანასწორობის“ შესახებ და დედამ ურჩია, რომ რადჰას ფერადი ფხვნილები შეაყაროს, რომ ეს „უთანასწორობა“ გაათანაბროს. კრიშნა ასეც მოიქცა და ეს თამაში მხიარულ რომანტიულ გართობად აქცია. ჰოლის ეს ტრადიცია უცვლელია დღემდე. ჰოლი_ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი.                   
                                                                                 
Image
ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა.                                              
Image
ჰოლის დღესასწაულს ასევე ხშირად აკავშირებენ  კრიშნას სახელთან და თამაშებთან, რომელსაც ის მწყემს ქალებთან აბამს. ყმაწვილისა და ახალგაზრდა ქალის შეთამაშება სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს, გაართობს მას, შემდეგ ქალი რამეზე გადაიატანს ყურადღებას, ამ დროს კი ბიჭი ფერადი პუდრით შეუღებავს სახეს ან გაფერადებულ წყალს გადაასხამს. გოგონა განაწყენდება, მამაკაცი მას პატიებას სთხოვს (ეს ყველაფერი მიდმინარეობის ცეკვებისა და ჟესტების ენით), გოგონა შეუნდობს მას და ისიც სამაგიეროდ გადაასხამს შეფერილ სითხეს. ეს საჯარო თავისუფლება იშვიათი ფუფუნებაა ახალგაზრდებისთვის საერთო ინდური მკაცრი მორალური შეზღუდვების ფონზე.ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება..როდესაც ინდოეთში ეს დღესასწაული იქ ჩადიან უამრავი ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან…                                            
Image
თბილისშიც ჩატარდა ეს ფესტივალი,მაგრამ  რაღაც კარგი არ იყო მოხარული ვიქნები თუ ამ დღესასწაულს მთელი საქართველოს მაშტაბით აღნიშნავენ..
Image
Image