Tattoo Art
ტატუს ისტორია 6000 წლის უკან დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება – ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.
ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკიმ ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლით სხეულის მოხატვა.
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.
ტატუს მიმდინარეობები
ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია და “ჭრილობას” ნიშნავს და განასხვავებენ მიმდინარეობებს, მათ შორის:
ტრიბალი – ოკეანის სტილია და შესაბამისად, ამ სტილის ნახატებს ოკეანის ნაპირზე მცხოვრებნი იკეთებდნენ. მეკობრეებისა და მეზღვაურებისვის ეს ერთგვარი თილისმა და წარმატების სიმბოლო იყო.
ჩელტის სტილში ძირითადად კელტური ფიგურები ჭარბობს. მოგვიანებით, ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა.
ბიომექანიკური – ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, მალებსა და გარღვეულ კანს იხატავენ , რაც მათთვის განსკუთრებულობასთან და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.
ორიენტალი – უფრო კლასიკური სტილისაა და აღმოსავლურ ურჩხულს, თევზებს, წყლის სიმბოლოს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ვეფხვებს, ბუდისტურ სიმბოლოებს გულისხმობს. მის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ბირმა, ვიეტნამი, ბუტანი, ბრუნეი, ნეპალი, ინდოეთი და ფილიპინები ითვლება. ეს ის ქვეყნეია, სადაც ტატუს გასაკეთებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები. (tatoo)
რეალიზმი – თანამედროვე სტილია. მისი თაყვანისმცემლები სხეულზე ადამიანების პორტრეტებს, ცხოველთა გამოსახულებებს, გველებს იხატავენ. მათი რწმენით, განსაცდელის დროს ტატუს სული ეხმარებათ.
ტრადიცია -ამ სტილის მოყვარულებს გულების, სახელების, ხმლების, ყვავილების, იარაღის, ბანქოზე გამოსახული ნახატების გამოსახვა იზიდავთ. ასევე ნახევრად კომიკურ პერსონაჟებს იხატავენ. რაც, ერთი მხრივ, მათ აზარტულობას უსვამს ხაზს და იმავდროულად გაუმართლებელ სიყვარულსა და გატეხილ გულთან ასოცირდება.
ფანტაზია – არარეალური არსებების, ჯადოქრობის, ამფიბიების, ბოროტი სულების, ჩონჩხების, ღამურების უპირატესობას აღიარებს. ასეთი ნახატების გაკეთების მსურველი ადამიანები საზოგადოების მიმართ აგრესიულები არიან. ამ მიმდინარეობის სამშობლო ეგვიპტეა.
სულ სხვა დატვირთვა აქვს ტატუს საქართველოში, სადაც შეიძლება ითქვას, ყველაფერი არაქართული და არამამაპაპისეული გარყვნილებად, უხამსობად და მიუღებლად მიაჩნიათ. სხვადასხვა მიზეზით საზოგადოებაში მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს. თუმცა ასეთი განწყობის მიუხედავად მსურველთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება.
ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურაღებას იშვიათად ამახვილებენ. ასევე არის მოსაზრება, რომ ესა თუ ის ტატუ გარკვეულ ადგილას გაკეთებული, ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება.ქართველი ახალგაზრდები, ძირითადად ჩინურ და იაპონურ თემატიკას მისდევენ. ქართველ მომხმარებლებისვის ტატუს გაკეთების მიზანი ერთგვარი მოდის აყოლაა.
რომ არა ქართველების უდიდესი ფანტაზია, ალბათ სხვაგან ვერსად მოვისმენდით, რომ ტატუს მხოლოდ გარყვნილი და მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები ატარებენ. პირველად საქართველოში ტატუ ისეთი მამაკაცების სხეულებზე გაჩნდა, რომელთაც ‘შავ სამყაოსთან :ჰქონდათ კავშირი, ან სასჯელი ჰქონდათ მოხდილი. ამიტომ ამიტომ საზოგადოებაში არც ისე პოპულარობით სარგებლობდა. ტუმცა დრო შეიცვალა,დამოკიდებულებაც.. მაგრამ ახლაც შეხვდებითსაზოგადოების იმ ნაწილს (ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში აღზრდილთ), რომელნიც ტატუს ცუდ ტონად მიიცნევენ. მაგრამ საბედნიეროდ ( ან საუბედუროდ) დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, ტატუს ფუნქციაში მხოლოდ სხეულის გალამაზება შედის.
საინტერესო ფაქტები
ტატუს ხელოვნებასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ფაქტებიც. მაგალითად ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს. ესაა ინგლისელი Tom Leopard რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა, შემდეგ მიხვდა, რომ ცივილიზაციაში ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა. ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა, რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს ”შრომა” დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა.
2008 წლიდან კი ეს სტატუსი უკავია ავსტრალიელ Lucky Diamond Rich-ს რომელსაც სხეული 100% აქვს მოხატული, მათ შორის ქუთუთოებიც, თითებს შორის ადგილი და ყურების შიდა მხარეც. ამჟამად ის დამატებით იკეთებს თეთრ გაფორმებებს შავ ტატუირებაზე და შემდეგ უკვე სხვადასხვა ფერს თეთრზე.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტატუს გაკეთების იდეა კი ეკუთვნის ცნობილ, სამხრეთ აფრიკელ იუველირს, Yair Shimansky- ს. ეს სილამაზე მოდელ Minki van der Westhuizen- ს ამშვენებს. პროცედურა 8 საათი მიმდინარეობდა და სულ 612 ბილიანტისგან შედგება, თითო კი ნახევარ კარატიანია.გამოყენებულ იქნა სპეციალური წებო, რათა ბრილიანტები სამუდამოდ არ დარჩენილიყო მის ტანზე და შეძლებოდათ მისი მოხსნა. ეს იყო მარკეტინგული ნაბიჯი რომელიც ემსახურებოდა Shimansky-ის ფირმის საიუველირო ნაწარმის რეკლამას და მის კიდევ უფრო წინ წაწევას შეძლებული კლიენტებისთვის. ამ მდიდრული ტატუს ღირებულება მთლიანობაში 924,000 დოლარია.
ინგლისელ ახალგაზრდებს შორის ძალიან მოდაში ყოფილა ტატუკბილებზე.უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კბილებზე შესაძლებელია დაიხატოთ თუნდაც პრინცესა დაინას ან დევიდ ბექჰემის სურათი. ლონდონში ამ მოდის დამფუძებლად თვლიან.ამერიკელ დანტისტს სტივ ჰევარდს.
არის შემთხვევები როდესაც.ტატუს სიყვარულს ადამიანი სიმახინჯემდე მიჰყავს.თუ რას ნიშნავს ტატუსგან სიმახინჯე თავად იხილეთ
ბოლო ხანებია მოდაში შემოვიდა 3D ტატუები, ყოველი ახალი ტატუ რომელიც იქმნება ხელოვნების ნიმუშია და ძალიან დიდ ღვაწლსა თუ დროს მოითხოვს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ყველაფერი არა რაიმე ტილოზე ან ფურცელზე არამედ უშუალოდ ადამიანის სხეულზე იხატება და ფაქტიურად მხატვარს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს ეს ყველაფერი გამოიხატება ამ ტატუების ფასზეც ზოგი იმდენად ნამდვილია რომ ცოტა მოშორებით მდგომ ადამიანს უჭირს იმის აღქმა რომ ეს უბრალოდ ნახატია…
ასევე ახლ მოდის ტენდენციად ბოლო პერიოოდში გადაქცეულია ” Golden Tatoo”- ოქროს ტატუ, რომელიც სახელიდან გამომდინარე შესაბამისად ოქროსფერია და სძლებს 7-8 დღე
ტატუს კანიდან მოცილება სხვადასხვა მეთოდით ხდება, რაც საკმაოდ დიდ ტკივილთანაა დაკავშირებული: კანის აქერცვლის საშუალებით, აზოტით დამწვრობის მიყენებით, ასევე ელექტრონემსით. იგი მოწვავს ტატუს და გაჩნდება ფუფხი, რომელიც 7-10 დღეში ქრება, მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებელია დარჩეს ადვილად შესამჩნევი კვალი, ნაწიბურების სახით”.
მიუხედავად იმისა რომ, ზოგი ფიქრობს ვერ მოიყვანს ტატუირებიან ცოლს, მიუხედავად იმისა რომ მოშორება რთულია,შეიძლება მოჰყვეს გართულებები და ასე შემდეგ დღეს მსოფლიო შეპყრობილია ტატუს ჰქონის სურვილით.
” ჩემი სხეული არის ჟურნალი , ტატუ კი ჩემი ისტორია “