პარიზი – ყოველთვის კარგი იდეა

ერთხელ გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ თქვა: ,,როცა ღმერთი ზეცაში მოწყენილია,ის ფანჯრებს აღებს და პარიზის ბულვარებს უყურებს.”  

ფოტო : თათია გაჩეჩილაძე

ფოტო : თათია გაჩეჩილაძე

მართლაც,რა ბედნიერებაა მისეირნობდე პარიზის ქუჩებში ,რომლებშიც თითქოს სიძველისა და ისტორიის სურნელი ტრიალებს.ამ დროს თითქოს ყველაფერი გავიწყდება,გარემოს ათვალიერებ და ხვდები,რომ პარიზში მართლაც შეიძლება გაატარო ბრწყინვალედ დრო ისე,რომ არაფერი აკეთო.

ფრანგი ხალხი სტუმართმოყვარეობით ნამდვილად გამოირჩევა.ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა,რომ ქალაქს წელიწადში 30 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს. რასაკვირველია,მოგზაურებს პარიზში მხოლოდ სტუმართმოყვარეობა არ ხიბლავთ. მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, სავაჭრო და  გასართობი ცენტრები, გალერეები, ღამის კლუბები და მრავალი სხვა – ეს ის ფაქტორებია,  რომლებიც პარიზს განსაკუთრებულს, თავისებურსა და მიმზიდველს ხდის

 

ეიფელის კოშკი

ფოტო : National Geographic / myrah terencio

ფოტო : National Geographic / myrah terencio

,,სინათლისა და სიყვარულის ქალაქის” სავიზიტო ბარათი ეიფელის კოშკია. კოშკს სახელი ინჟინერ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად დაერქვა, რომლის კომპანიამაც დააპროექტა და ააწყო ეს 324 მეტრი სიმაღლის  ნაგებობა. 
გუსტავ ეიფელი მიიჩნევდა, რომ მის მიერ აგებული კოშკი მხოლოდ 20 წელიწადს იარსებებდა, ისე რომ საფრანგეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვერ  დაემთხვეოდა. თუმცა დღეს კოშკი  125 წლისაა. თავდაპირველად იგი ოქროსფერი იყო ,1954 წელს კი ყავისფრად შეღებეს. 1920-30 წლებში ეიფელის კოშკი მხოლოდ ბილბორდის ფუნქციას ასრულებდა. მის სამ მხარეს ავტომობილების რეკლამები იყო განთავსებული. ფრანგებს მათ ლამაზ დედაქალაქში ,,მსგავსი სიმახინჯე” აწუხებდათ,თუმცა დღეს პარიზი ეიფელის გარეშე წარმოუდგენელია.
1925 წელს, ჩეხმა აფიორმა, ვიქტორ ლუსტიგმა, ეიფელის კოშკი გაყიდა. ბიზნესმენებთან საიდუმლო შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობას ეიფელის კოშკი აღარ მოსწონდა და მისი ჯართად გასაღება სურდა. ვიქტორის მსხვერპლმა, ანდრე პოისონმა,სიმართლის გაგების შემდეგ არ იჩივლა,ამიტომაც ლუსტიგმა კოშკი ხელახლა გაყიდა.ამჟერად ეიფელის კოშკის გაყიდვა გახმაურდა.
ასევე საინტერესოა ფაქტი,რომ ფრანგ  მწერალს, გი დე მოპასანს,ეიფელის კოშკი არ მოსწონდა. იგი ყოველთვის კოშკის რესტორანში სადილობდა,რადგანაც ,,ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანს!“
ღვთისმშობლის ტაძარი
ფოტო : თათია გაჩეჩილაძე

ფოტო : თათია გაჩეჩილაძე

,,დიდებული შენობა, როგორც მაღალი მთები–საუკუნეების ქმნილებაა!” წერდა ჰიუგო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე…

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე  ნოტრ-დამი – გოთიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა 180 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ტაძარი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. არქიტექტურული ღირსებების გარდა ნაგებობა გამოირჩევა  ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით.

 ლუვრი
ფოტო: National Geographic/ Peter Turnley/Corbis

ფოტო: National Geographic/ Peter Turnley/Corbis

 მუზეუმი,  რომლის შენობაც ყოფილი სამეფო სასახლეა ,პარიზის ცენტრში მდებარეობს. XVI საუკუნეში აგებული შენობა აღორძინების ხანის შესანიშნავი ნიმუშია. მუზეუმის უმდიდრესი კოლექცია სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციების ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. შედევრების უმეტესი ნაწილი საცავებშია დაცული და საჩვენებლად წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოაქვთ. სწორედ ლუვრში შეგიძლიათ ნახოთ ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა”, რემბრანდტისა და რუბენსის ცნობილი ნამუშევრები, ქანდაკება – ვენერა მილოსელი და ა.შ.
ტრიუმფალური თაღი
ფოტო: National Geographic /John Kernick

ფოტო: National Geographic /John Kernick

 აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკვეთით აშენებული ტრიუმფალური თაღი ერთ-ერთი  დრამატული არქიტექტურული ნამუშევარია . ტრიუმფალური თაღი შარლ დე გოლის მოედნის შუაგულში დგას. ამ მოედნიდან   პარიზის 16 ფართო პროსპექტი გამოდის.    ტრიუმფალური თაღი კლასიკური არქიტექტურული სტილისაა და ანტიკური რომის თაღებს ჰგავს, თუმცა ჩუქურთმებით აშკარად აღემატება წინამორბედებს. ის 1806 წელს ჟან შალგრენმა დააპროექტა. თაღის ქვეშ აკლდამები და უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომელიც აქ 1920 წლის „დაზავების დღეს“ დამარხეს. თაღი ცნობილია საფრანგეთის გამორჩეული მოქანდაკეების მიერ შექმნილი ფრიზებით. აქ ასახულია სცენები საფრანგეთის მიერ გამართული, მეტწილად, ნაპოლეონის ომებიდან.

მულენ რუჟი
ფოტო : National Geographic

ფოტო : National Geographic

მულენ რუჟი კლასიკური კაბარეა, რომელიც 1889 წელს აშენდა.

1889 წლის 5 ოქტომბერს ჟოსეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა  პარიზის ცენტრში კაბარე გახსნეს, მულენ რუჟში იკრიბებოდნენ  არა მხოლოდ შუა ფენის წარმომადგენლები, არამედ   არისტოკრატები, ხელოვანები (პიკასო, უაილდი), სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. ყველაზე საინტერესო, რაც ხალხსიზიდავდა ,ცეკვა კანკანი იყო.
ორსე
ფოტო : National Geographic / Richard Bowman

ფოტო : National Geographic / Richard Bowman

1898 წელს რკინიგზის კომპანიამ პარიზ-ორლეანმა არქიტექტორ ვიქტორ ლალუს დაავალა  სადგურ დ’ორსეს აშენება.   სადგურმა ჩაიტია არა მხოლოდ 16 პლათფორმა, არამედ რესტორნები და მყუდრო ოტელები. 1939 წლიდან პრეზიდენტმა პომპიდუმ სადგური ნაციონალურ ძეგლად გამოაცხადა და გადაწყვიტა შეექმნა მუზეუმი, რომელიც პარიზში ჯერ არ ყოფილა .

მუზეუმის ქვედა სართულზე დელაკრუას,მანეს,ენგრის ,გუსტავ მოროს შედევრებს ვხვდებით. შუა სართულზ აკადემიური ფერწერის,დეკორატიული ხელოვნებისა და სიმბოლიზმის ნიმუშებია წარმოდგენილი,ზემოთა სართული კი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების შედევრებს უკავია.
გთავაზობთ რამდენიმე წუთიან მოგზაურობას პარიზში

 ლუქსემბურგის ბაღი

ბაღები მოიცავს ვრცელ   სათამაშო მოედანს, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი ადგილია. მის გვერდით ასევე პოპულარული თოჯინების თეატრია, დროდადრო ბაღში უფასო კონცერტები ტარდება. ბაღში ღია რესტორნებსაც ვხვდებით. 
 კიდევ მრავალი რამაა პარიზში სანახავი… ლათინური უბანი,მდინარე სენა,ხელოვნების ხიდი,მონმარტი -ეს ყველაფერი არაა. პარიზი მართლაც ვრცელია იმისთვის,რომ რამდენიმე გვერდმა დაიტიოს. ვფიქრობ,რომ საფრანგეთის დედაქალაქს მართლაც უნდა ესტუმრო,სანამ ცოცხალი ხარ.

გალერეა

This slideshow requires JavaScript.

 

 

One thought on “პარიზი – ყოველთვის კარგი იდეა

Leave a comment