Hello 34

Hello 34

ეს ჩემი პირველი პოსტია დიდი ხნის შუალედის შემდგომ. ფეიბსუქმა რომ დაბლოკა ჩემი ბლოგი, მას შემდგომ რაც დავწერე ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციაზე, იმის მერე გული ამიცრუვდა.

ხოდა, როდის, თუ არა საკუთარ დღეობაზე. სულ ორი სიტყვის თქმა მსურს:

It’s my party and I cry if I want too…

ესეც ასე.

გახსნილდა.

Tea Party

პირველ ივლის ჩვენი უსაყვარლესი თანამშრომლისა და ჩემი თანამეოთახის, თეას დღეობა იყო.

ნინოს გენერალური იდეები ყოველთვის აწუხებს და ამჯერადაც, დაებადა ორიგინალური და კრეატიული მილოცვის ვერსია.

რომ მოვისმინე, აღფრთოვანებული დავრჩი და მეორე დღიდანვე განხორციელებას შევუდექით.

ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად გვჭირდებოდა:
10 უცხო ბიჭი,
10 წითელი ვარდი და
ერთი ტორტი…

უპირველეს ყოვლისა, ბიჭებზე უნდა გვეზრუნა. მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ნინომ პაციენტებს ვთხოვო, თუმცა, გაგვიჭირდებოდა ფარულად მათი ორგანიზება, ამიტომაც დახმარებისათვის ჩვენს მეზობლად მდებარე ერთ-ერთ უდიდეს სუპერმარკეტების ქსელს, კერძოდ კი მათ ადმინისტრაციას მივმართეთ, რომელმაც, იდეის გაცნობის შემდგომ დრო ითხოვა მოსაფიქრებლად.

საღამოს ნინომ დამირეკა და მაცნობა, რომ ადმინისტრაციამ დახმარების ხელი გამოგვიწოდა.

გადავედით სუპერმარკეტში და მეორე დღისთვის შევუკვეთეთ ტორტი შესაბამისი წარწერით.

დილით ნინო ყვავილების საყიდლად უთენია გამოვიდა სახლიდან. 10-ის ნაცვლად 20 ვარდი იყიდა, სუპერმარკეტში დატოვა და შეუდგა საქმიანობას.

11:00 საათზე მეზობელი კომპანიიდან პირველი ბიჭი გამოვიდა. მე უფროსის კაბინეტში ვიყავი და ამ ღირშესანიშნაობას არ შევსწრებივარ. ცოტა გული დამწყდა, მაგრამ ოთახში დაბრუნებულს აჟიტირებული იუბილარი დამხვდა და ყოველ მომხვდურს მომხდარს უყვებოდა. თუმცა, რა იცოდა, რომ წინ კიდევ ცხრაჯერ ამდენივე სიამოვნება ელოდა.

Tea Party (1)

მოდიოდნენ და მოდიოდნენ ბიჭები და ჩვენი იუბილარიც ხალისით ელოდა მათ. Continue reading “Tea Party”

წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე

წელს პირველად მოვახერხე და ვესტუმრე ესოდენ საოცნებო წიგნების მაღაზიას – საუკეთესოს მთელს ბათუმში და იცით, რა აღმოვაჩინე, შარშან “წიგნები ბათუმში” – საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ყოფილა და წელსაც, მაღაზია მხარს უჭერს BIAFF-ს.

at წიგნები ბათუმში / Books in Batumi

მასპინძლები –  ჩემი კურსელი და ბლოგერი, ყველასათვის საყვარელი მარიფილე და მისი მეუღლე ირაკლი არიან.

დიასახლისი, გაზაფხულივით მუდამ ჰაეროვანი და შემოდგომასავით ელეგანტური, საქმეებში იყო ჩა ფლული. ყოველდღიური წვრილმანების გარდა მარის და მის მეუღლეს ახლა საკონკურსო წერილების წაკითხვისა და გამარჯვებულის გამოვლენის სასიამოვნოდ დამღლელი პროცესი ელით წინ. Continue reading “წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე”

ივნისი ჩემი თვეა

ჰო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ივნისის დადგომა ყოველთვის მიხაროდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ სამ თვიანი არდადეგები მელოდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ თვეს ვარ დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატებოდა, წელს მაინც გულის ფანცქალით ველოდი ივნისის დადგომას.

ერთი დღეა, წელიწადში, როცა შენ ხარ “სამყაროს” ცენტში, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი გარემოცვისთვისაც და დასანანია, როცა რაღაც სისულელის გამო მთელს დღეს გაშხამებენ.

თუმცაღა, არიან გვერდით ადამიანები, რომელთაც მეგობრები ჰქვიათ და რომელთაც შეუძლიათ 180° – ით შემოატრიალონ შენი განწყობა და გადაარჩინონ ყველაზე წყალწაღებული დღეც კი. 🙂

BD Party

უბრალოდ, კარგად ვარ შემონახული…

ხოდა, ამ პოსტით მსურს ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ჩემი ივნისები ხართ! ყოველ ჯერზედ მოუთმენლად გელოდებით, ისეთივე გულის ფანცქალით, როგორითაც – ჩემს დღეობას.

მიხარია, რომ არსებობთ! მიყვარხართ, ძალიან!