პოსტების წერის სიხშირე

ჩემს თავს დავაკვირდი და ბლოგზე ძირითადად მაშინ ვწერ, როცა რაღაცის თქმა მინდა და არ მსურს, ეს რაღაც ადრესატს პირდაპირ ვუთხრა.

კიდევ დავაკვირდი, რომ როცა მილხინს – სტატიის გამოქვეყნებისთვის მოცდენა არ მხიბლავს. როცა ცუდად ვარ, გააჩნია: თუ ფიზიკურად ვარ ავად – არაფრის თავი მაქვს, ხოლმე. როცა სულიერად მიმძიმს – აი, მაშინ მეხსნება საღერღელი.

ახლა გამონაკლისია. არც არავისთვის მაქვს რამე სათქმელი და არც – საღერღელი მაქვს აშლილი – მაგრამ ფიზიკურად ვარ სუსტად.

მოკლედ, Don’t take in mind.

უბრალოდ, მინდა გკითხოთ,

თქვენ როდის გეწერინებათ?

სამაგალითო მშობლები! ფოტოები საუკეთესო განწყობისთვის

მშობლის სიყვარულის შვილისადმი, ალბათ, ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით სამაგალითო მშობლები ცხოველები არიან, იმიტომ, რომ ადამიანებმა “ადამიანობა” დავკარგეთ და ეჰ, ცხოველებს დამსგავსება სანატრელი გაგვიხდა.

ნუ შემეწინააღმდეგებით, აბა, გაიხსენეთ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულები და გაღიზიანებულები ოჯახის წევრებს როგორ ვაკლებთ იმ სითბოსა და ყურადღებას, რომელსაც ჩვენში დებდნენ და ახლაც არ იშურებენ.

IMHO, სიტყვა “ცხოველი” მალე სალანძღავ მნიშვნელობას დაკარგავს.

აბა, წარმოიდგინე:” – შე ადამიანოო!” რომ მიმართავ მეგობარს და ისიც გეტყვის, ” – ადამიანი თავი გაბიაო!”