კულინარია

კარტოფილის მობრაწულა ბეკონითა და ყველით მარკუს მეტრეველისგან

№51

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.12, 2022 წელი

მარკუს მეტრეველის კერძი
დაკოპირებულია

მარკუს მეტრეველი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

მიყვარს გემრიელად დანაყრება. ეს პროცესი ყველაზე სასიამოვნო რიტუალია ჩემთვის, რადგან უდიდეს ენერგიას მაძლევს. თან, კარგ განწყობაზეც მაყენებს. ჯანსაღი კვება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზმი კარგად და დიდხანს ჯანსაღად გვემსახუროს. თავადაც მიყვარს კეთება და როცა დრო მაქვს, ვცდილობ. სხვათა შორის, გემრიელი ხელი მაქვს და ყველაფერი კარგად გამომდის. ძალიან მიყვარს ქართული კერძები, აზიური და ბერძნული სამზარეულო. მინდა შემოგთავაზოთ მარტივად მოსამზადებელი და ამავდროულად, გემრიელი კერძი - კარტოფილის მობრაწულა ბეკონითა და ყველით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸500 გრამი კარტოფილი

🔸 2 კვერცხი

🔸1 თავი ხახვი

🔸50 გრამი გახეხილი ყველი

🔸 6 ნაჭერი ბეკონი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 მარილი და პილპილი გემოვნებით. ასევე, სასურველი მწვანილი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბებად. მოასხით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი, პილპილი და ამოურიეთ. დაჭრილი ბეკონი და ხახვი მოშუშეთ ტაფაზე, დაამატეთ დაჭრილი ნიორი. შეურიეთ კარტოფილს, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. რომ გადმოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი სასურველი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი