კულინარია

ხაჭოს დესერტი თხილით

№7

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.02

ხაჭოს დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 180 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 160 გრამი ხაჭო, 3 სადილის კოვზი შაქარი, 1 კვერცხი, ცოტა მარილი, ცოტა ვანილი, 2 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი.

დამატებით დაგჭირდებათ: შაქარი – გემოვნებით, 1 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, ცოტა მიწის თხილი ან ნიგოზი, 1 კვერცხი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ ცოტა მარილი, 3 სადილის კოვზი შაქარი, 1 კვერცხი და ათქვიფეთ ან დააბლენდერეთ. კარაქი გაადნეთ, 2 სადილის კოვზი შეურიეთ ხაჭოს მასას, დაუმატეთ ვანილი და გამაფხვიერებელშერეული ფქვილი, აურიეთ ძალიან კარგად. გააჩერეთ 20 წუთი. გამოსაცხობ ტაფას წაუსვით გამდნარი კარაქი, მოათავსეთ მასზე ცომი, მოაყარეთ შაქარი და დაფხვნილი ნიგოზი, გადაახვიეთ რულეტად, შემდეგ გაჭერით შუაში და სათითაოდ მოგრიხეთ. ისევ დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე, ზემოდან ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, კარგად რომ შეწითლდება, მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი