კულინარია

ტარტალეტკები კივითა და მარწყვით

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.06, 2023 წელი

ტარტალეტკები
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი: 200 გრამი ლიმონიანი, მშრალი ორცხობილა, 6 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი შაქარი.

კრემ-ჯემისთვის: 4 ცალი კივი, ნახევარი ჭიქა შაქარი, 1,5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 3 კვერცხი, 3 კვერცხის გული, 100 გრამი კარაქი, 6 მარწყვი მოსართავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორცხობილა დააქუცმაცეთ ბლენდერში, დაუმატეთ ზეთი და შაქარი, აურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად. გადაანაწილეთ ცომი ტარტალეტკის ფორმებში და ჩატკეპნეთ. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 5-6 წუთის განმავლობაში.

გაფცქვენით მწიფე კივი, გადაავლეთ წყალი და დაწურეთ დუშლაგზე. რამდენიმე ნაჭერი ჩამოჭერით მოსართავად, დანარჩენით მოამზადეთ კივის პიურე, შეურიეთ შაქარი, ლიმონის წვენი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.

ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და კვერცხის გული, შეურიეთ კივის პიურეს, დაუმატეთ კარაქი, მოხარშეთ საშუალო სისქის ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, 15 წუთში მზად იქნება.

ტარტალეტკებში სათითაოდ ჩადეთ კივის ნაჭრები, შეავსეთ კივის კრემ-ჯემით და ზემოდან მორთეთ დაჭრილი მარწყვით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი