„ტარტალეტკები“ მარწყვით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.06, 2022 წელი
მაწწყვის "ტარტალეტკების" რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 120 გრამი კარაქი, 50 გრამი შაქარი, 150 გრამი ფქვილი, 1 სადილის კოვზი ლიმონის ცედრა, 1 სადილის კოვზი ყაყაჩოს მარცვალი, სულ ცოტა მარილი.
კრემი – 350 გრამი რბილი, ნაღების კრემ-ყველი, 3 სადილის კოვზი თაფლი ან შაქრის პუდრი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ცოტა მარილი, ერთი ტოტი პიტნა, 900 გრამი მარწყვი.
მომზადების წესი 👩🍳
შაქრისგან გააკეთეთ პუდრი. კარაქი დაარბილეთ. ათქვიფეთ შაქრის პუდრთან ერთად, სულ ცოტა მარილის დამატებით. შეურიეთ ლიმონის ცედრა. დაუმატეთ ფქვილი და ყაყაჩო. მოამზადეთ ფხვიერი ცომი, ხელით კარგად ასრისეთ, გადაანაწილეთ 6 ცალ ტარტალეტკის ფორმაში და კარგად ჩატკეპნეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ კრემი: ყველში შეურიეთ შაქრის პუდრი ან თაფლი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. მარწყვი ყუნწიანად გარეცხეთ და შეაშრეთ. გამომცხვარ ტარტალეტკებს წაუსვით კრემი და ზემოდან ლამაზად დაალაგეთ მარწყვები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან