კულინარია

ტორტი ნაღებითა და კენკრით

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.06, 2023 წელი

ტორტი ნაღებითა და კენკრით
დაკოპირებულია

გემრიელი კენკრის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბისკვიტი - 4 კვერცხი, 120 გრამი ლერწმის შაქარი, 120 გრამი ფქვილი, კარაქი ტორტის ფორმაზე წასასმელად.

შიგთავსი: ორი ფინჯანი (ყავის) მარწყვი, ერთი ფინჯანი მოცვი, 1 ფინჯანი ჟოლო, 1 ფინჯანი მოცხარი, 400 გრამი ნაღები, შაქარი, ვანილინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ ძალიან კარგად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გამოაცხვეთ ბისკვიტი ტორტის ფორმაში, რომელსაც წინასწარ დაუნანებლად წაუსვამთ კარაქს. გამოაცხვეთ 30 -35 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და გააცივეთ. კოვზით ბისკვიტიდან ამოიღეთ ცოტა მასა, დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა კენკრა და ასრისეთ. ცალკე ერთად ათქვიფეთ ვანილინი, შაქარი და ნაღები. ამოავსეთ ამ მასით ტორტი. ზემოდან მოაყარეთ ხილიანი ბისკვიტი და შემდეგ ყველა კენკრა, რაც რეცეპტშია. მაცივარში იყოს 1 საათის განმავლობაში და შემდეგ მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი