მედიცინა

ისპანახი – მკურნალი

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.02, 2022 წელი

ისპანახი
დაკოპირებულია

ისპანახით უამრავი დაავადება იკურნება. ისპანახი სასწაულ შედეგს იძლევა იოდის დეფიციტის მქონე პაციენტებში, ასუფთავებს ნაწლავებს, გამოდევნის შლაკებს და შესაბამისად, ძალიან ეფექტურია წონაში დასაკლებად. კვლევების თანახმად, ისპანახი ნერვული სისტემის დაავადების განკურნების აუცილებელი პროდუქტია. ის ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ისპანახი კურნავს ანემიას, ჰიპერტონიას, დიაბეტს, გასტრიტს, ენტეროკოლიტებს. მას აქვს მცირე მატონიზირებელი, საფაღარათო, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ზრუნავს ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ადამიანები, რომლებიც ისპანახს ჭამენ, ძლიერ კბილებს, სქელ თმასა და ახალგაზრდა კანს სრულწლოვანებამდე ინარჩუნებენ. მოხუცებულობის ასაკში მათ ნაკლები ნაოჭები უჩნდებათ. ისპანახი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, კარგ მხედველობასა და გონებაგახსნილობას.

ისპანახი ხელს უშლის ცელულიტის ფორმირებას, გამოიყენება სიმსივნეების, რადიაციებით გამოწვეული უკუჩვენებების სამკურნალოდ.

ისპანახის სიროფის სასარგებლო თვისებები:

👉ხელს უწყობს წონის დაკარგვას;

👉კურნავს ანემიას;

👉კურნავს ასთმას;

👉აუმჯობესებს მხედველობასა და ტვინის ფუნქციას;

👉ორგანიზმში ზრდის კალციუმის დონეს;

👉სასარგებლოა ოსტეოპოროზის დროს;

👉არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და მკურნალობს დიაბეტს;

👉განკურავს ყელის ტკივილსა და ინფექციებს;

👉ხელს უშლის თავის ტკივილს;

👉არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს შარდმჟავას სისხლში;

👉ზრდის მეტაბოლიზმს;

👉თავიდან აგაცილებთ ვენების ვარიკოზულ დაავადებას;

👉ასუფთავებს ღვიძლს.

👉სიროფის მომზადების წესი:

მოსამზადებლად დაგჭირდებათ ისპანახის 6 ცალი ფოთოლი და 2 ჭიქა წყალი. დადგით ქურაზე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ ისპანახის ფოთლები და ხარშეთ 10 წუთი. მიღებული ჩაი დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. პროცედურა გაიმეორეთ იმდენ ხანს, სანამ შედეგს არ დაინახავთ.

საოცარი შემადგენლობის წყალობით, ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება.

ისპანახის ახალი წვენი, თუ მას უზმოზე მივიღებთ, წმენდს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და ავსებს ენერგიის მარაგს. წვენი ასტიმულირებს ბევრი ორგანოსა და სისტემის მუშაობას: კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებსა და ნაწლავებზე, შველის ასთმისა და მშრალი ხველის დროს.

ღრძილების ანთების დროს მას ივლებენ პირში, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისას – ყელში. ისპანახის წვენი დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე.

თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისთვის საკმარისია კვირაში 1–2 ჭიქა ისპანახის წვენი, ხოლო ვინც ფიზიკურად უფრო დატვირთულია, უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს. ბავშვებისა და მოზარდების სიმაღლეში ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა ისპანახის წვენი ნუშის ზეთთან ერთად (თანაფარდობით – 1:1).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი