მედიცინა

ისპანახის სამკურნალო თვისებები

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.02

ისპანახი
დაკოპირებულია

ისპანახი მდიდარია რკინით და გაცილებით მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე სხვა ფოთლოვანი მცენარეები. არის წნევის მარეგულირებელი და ეფექტური საშუალება სისხლის შედედების წინააღმდეგ. ბეტაკაროტინის შემცველობა ანელებს კანის დაბერებას, ამცირებს თვალის დაავადებების რისკს. დამტკიცებულია, რომ ისპანახი კარგად მუშაობს კუჭის სიმსივნის წინააღმდეგაც. ეს მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ისპანახის ჩართვა კარგია ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობისას, ის ხელს უწყობს ტვინის გამართულ მუშაობას.

ისპანახი ეხმარება ორგანიზმს ანემიის, ჰიპერტონიის, დიაბეტის, გასტრიტის, ენტეროკოლიტების დაძლევაში. მას აქვს მცირე მატონიზირებელი, საფაღარათო, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ზრუნავს ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ადამიანები, რომლებიც ისპანახს ჭამენ, ხანგრძლივად ინარჩუნებენ ძლიერ კბილებს, სქელ თმასა და ახალგაზრდა კანს. მოხუცებულობის ასაკში მათ ნაკლები ნაოჭები უჩნდებათ.

ისპანახი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას. უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, კარგ მხედველობასა და გონებაგახსნილობას. ისპანახი ხელს უშლის ცელულიტის ფორმირებას, გამოიყენება სიმსივნეების, რადიაციებით გამოწვეული უკუჩვენებების სამკურნალოდ.

ისპანახის ჩაის სასარგებლო თვისებები:

* ხელს უწყობს წონის დაკარგვას;

* კარგია ანემიის სამკურნალოდ;

* ეხმარება ორგანიზმს ასთმის დაძლევაში;

* აუმჯობესებს მხედველობასა და ტვინის ფუნქციას;

* ზრდის ორგანიზმში კალციუმის დონეს ;

* სასარგებლოა ოსტეოპოროზის შემთხვევაში;

* არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და მკურნალობს დიაბეტს;

* განკურნავს ყელის ტკივილსა და ინფექციებს;

* ხელს უშლის თავის ტკივილს;

* არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს შარდმჟავას სისხლში;

* ზრდის მეტაბოლიზმს;

* თავიდან აგაცილებთ ვენების ვარიკოზულ დაავადებას;

* ასუფთავებს ღვიძლს.

ისპანახის ჩაის მომზადების წესი: აიღეთ 6 ცალი ისპანახის ფოთოლი და 2 ჭიქა წყალი. დადგით წყალი ქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ჩაყარეთ ისპანახის ფოთლები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მიღებული ჩაი მიირთვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მანამ, სანამ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

ისპანახი ძალზე სასარგებლოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, რადგან მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მრავალი მინერალური ნივთიერებაა. ამ ბოსტნეულს შესანიშნავად ითვისებს ორგანიზმი, რადგან მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლისა და პანკრეასის მოქმედებას.

ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება – ლუთეინი, გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ მის აღსადგენად ადამიანმა დღე-ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს.

ისპანახს უარყოფითი თვისება არ გააჩნია, უბრალოდ, არ უნდა მიირთვათ გადაჭარბებული ოდენობით, რათა კუჭი არ გაღიზიანდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი