მედიცინა

ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებები

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.01

ჯანჯაფილი
დაკოპირებულია

ჯანჯაფილი (კოჭა) განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის – ქალებში მისი მუდმივი მოხმარების წყალობით, ხდება ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს. ის, ასევე, აუმჯობესებს სახისა და კანის სტრუქტურას. თუ რეგულარულად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მივიღებთ ჯანჯაფილის ჩაის, გაგვიუმჯობესდება იმუნიტეტი, ასევე, რამდენიმე თვის განმავლობაში შეგვიძლია, დავიკლოთ წონაში დიდი ძალისხმევის გარეშე. ჯანჯეროლი, სპეციალური ნივთიერება, რომელიც ჯანჯაფილის ფესვშია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქმნის შიგნიდან დათბობის ეფექტს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. ასევე, დამტკიცებულია, რომ ჯანჯაფილი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი აფროდიაზია, რომელიც ქალებს ეხმარება, თავი დააღწიონ ფრიგიდულობას.

ჯანჯაფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესსა და გულისრევას. ეს ნივთიერება მუშაობს როგორც კუჭ-ნაწლავზე, ისე ნერვულ სისტემაზე და ასე აკონტროლებს გულისრევას.

ჯანჯაფილი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას, გამოიყენება მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ალერგიისა და კანის დაავადებების, ბრონქიალური ასთმის დროს, ასევე, სახსრების დაავადებების, რევმატიზმის, ართრიტით, შეშუპებით, კუნთების ტკივილით, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობით გამოწვეულ დაავადებების დროს.

ჯანჯაფილი – სასარგებლო ინსტრუმენტია სხეულის სიბერის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის ხელს უწყობს პოტენციის მომატებას, უნაყოფობის მკურნალობას. ეს საუკეთესო წამალია ორგანიზმიდან ტოქსინების გასადევნად.

ჯანჯაფილის ჩაი ეფექტური საშუალებაა მაღალი ქოლესტერინისა და სისხლძარღვების ბლოკირების წინააღმდეგ. ის, ასევე, ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, ანტიოქსიდანტების არსებობის წყალობით კი ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელია.

შემადგენლობისა და აქტიური ნივთიერებების მხრივ, ყველაზე ღირებულია ახალი ჯანჯაფილის ფესვი. გარდა ამისა, ასეთი ჯანჯაფილი უფრო ადვილად იწმინდება, მის კანს გამკვრივების დრო არ აქვს და შესაბამისად, არც მისი გარეცხვა გაგიჭირდებათ. ვიზუალურად ახალგაზრდა ჯანჯაფილს აქვს სასიამოვნო კრემისფერ-ოქროსფერი შეფერილობა, შეხებით გლუვია, კვანძების გარეშე.

ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებასაც, ასე რომ, ჭამის შემდეგ მისი მიღება დაეხმარება თქვენს კუჭს, საკვები მარტივად გადაამუშაოს და ცხიმების დაგროვება არ მოხდეს.

ჯანჯაფილი ეფექტური და უსაფრთხოა (დღეში ერთი გრამი) ორსულთა ტოქსიკოზის დროსაც. მნიშვნელოვნად ამცირებს გულისრევის შეგრძნებას და პირღებინების სიხშირეს. ღებინების საწინააღმდეგო წამლებისგან განსხვავებით, ჯანჯაფილს ორსულთათვის არ აქვს გვერდითი მოვლენა და ეფექტისთვის ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო.

ჯანჯაფილის ორი ან სამი ნაჭერი ცხელ წყალში სრულიად საკმარისია მისი დადებითი თვისებების მისაღებად. ართრიტიანი პაციენტებისთვის კი სადილში ჩამატებული 1 სანტიმეტრის სიგრძის ჯანჯაფილის ნაჭერი საკმარისი აღმოჩნდა სიმპტომების აღმოსაფხვრელად (გაზრდილი დოზით ეფექტს უფრო მალე მიაღწიეს).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი