მედიცინა

ფინიკის საოცარი თვისებები

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.02, 2021 წელი

ფინიკი
დაკოპირებულია

ფინიკის ნაყოფი, ჩირის სახით, ფართოდ გავრცელებული, ძალიან სასარგებლო და იმავდროულად, გემრიელი ნუგბარია. ბევრი იმასაც კი ფიქრობს, რომ ადამიანს მხოლოდ ფინიკისა და წყლის მიღებით რამდენიმე წელი შეუძლია, იცოცხლოს, იმიტომ რომ ფინიკის ჩირი ყველა იმ ნივთიერებას შეიცავს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება.

ფინიკი სხვა ხილზე გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავს – დაახლოებით 65 პროცენტს.
მდიდარია რკინით, ალუმინით, სპილენძით, კალციუმით, კალიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, კობალტით, მაგნიუმით, თუთიით, გოგირდით.


ფინიკის სამკურნალო თვისებები ძალიან კარგადაა ცნობილი – ის მატებს ძალასა და ენერგიას, ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, აძლიერებს პოტენციას, დადებითად აისახება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობაზე, კვებავს სისხლს, ებრძვის ინფექციებს. ხელს უწყობს ტვინის ღეროვანი დაბოლოებების განვითარებას. აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ, მათ შორის ვირუსების.

ფინიკი სასარგებლოა, აგრეთვე, ანემიისა და ჰიპერტონიის დროს, სასარგებლოა ფილტვებისთვის, ეფექტურია ხველის წინააღმდეგ.
საკმარისია ერთი ფინიკი და ფინჯანი რძე, რათა ადამიანმა საკვები ნივთიერებების აუცილებელი მინიმალური დოზა მიიღოს.
ფინიკი ძალიან სასარგებლოა გონებრივი მუშაობის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი საკვები ბოჭკოები ამცირებენ სიმსივნური დაავადებების რისკს.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბროწეულის წვენთან ერთად ფინიკის მირთმევით, ეფექტურად გავუმკლავდებით ათეროსკლეროზის პრობლემას. ფინიკი მხედველობას აუმჯობესებს, სასარგებლოა კანის სიჯანსაღისთვისაც.
ამ მცენარეს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
ფინიკი ძალიან სასარგებლოა ორსული და მეძუძური დედებისთვის. კვლევებით დადგინდა, რომ ფინიკში არის განსაკუთრებული სტიმულატორები, რომლებიც ამაგრებენ საშვილოსნოს კუნთებს ორსულობის ბოლო თვეებში. სწორედ, ამის გამო მშობიარობა უფრო იოლი ხდება. ყველაფერთან ერთად ფინიკი ამდიდრებს დედის რძეს ვიტამინებით, რაც თავისთავად, ძალიან სასარგებლოა ჩვილისთვის.
ფინიკში არის ამინომჟავების ოცდასამი სახეობა, რომელთა უმეტესობა არცერთ სხვა ხილის შემადგენლობში არ შედის. ფინიკის ჩირი შეიცავს 65 პროცენტ შაქარს, ყველაზე მეტს სხვა ჩირებთან შედარებით. ამასთან, ეს ძირითადად ფრუქტოზა და გლუკოზაა, რომელთა მიღებაც, საქაროზისგან განსხვავებით, საზიანო არ არის, თუმცა, მაინც არ არის სასურველი მათთვის, ვინც ჭარბწონიანობით და შაქრიანი დიაბეტით იტანჯება.


ფინიკი დაბალკალორიული მცენარეა და როგორც უკვე ვთქვით, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. შეგიძლიათ, კანფეტები ფინიკით ჩაანაცვლოთ, განსაკუთრებით, თუ დიეტაზე ხართ ან უბრალოდ, წონის შენარჩუნებას ცდილობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი