მედიცინა

ვარდის საოცარი თვისებები

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.05, 2021 წელი

ვარდი
დაკოპირებულია

არომათერაპიაში ვარდს განსაკუთრებული ადგილი უკავია, თანამედროვე ფიტოთერაპევტები კი პაციენტებს სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ ურჩევენ. ვარდს, ასევე, წარმატებით იყენებენ ხველებისა და რესპირატორული, განსაკუთრებით, ალერგიული წარმოშობის, დაავადებათა თერაპიისთვის. ვარდის ზეთი აქრობს ანთებას კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხსნის გულისრევას და ყაბზობას.

ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო.

ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.

ვარდი გამოიყენება👇:

• ნევროზის სამკურნალოდ;

• შრომისუნარიანობის ასამაღლებლად;

• უჯრედთა რეგენერაცია (განახლება)–გაახალგაზრდავებისთვის;

• ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებისთვის;

• ორგანოებში მიმდინარე სკლეროზული პროცესების შესაფერხებლად, ჰორმონული ბალანსის მოსაწესრიგებლად;

• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად;

• ლორწოვანი გარსის შეხორცების დასაჩქარებლად;

• კუჭის ფერმენტული უკმარისობისა და დისბაქტერიოზის ლიკვიდაციისათვის.

ვარდის ფურცლების მურაბა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საკმაოდ ცნობილი სამკურნალო საშუალებაა,

ვარდის ფურცლებისგან დამზადებული მურაბა კარგია👇:

* მზისგან გამოწვეული ჩივილების დროს – თავბრუ და ზედმეტი შეცხელება (გიცავთ მზის დარტყმისგან);

* კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ (მწვავე წყლულების, ყაბზობის, გულძმარვის დროს);

* საუკეთესო საშუალებაა მადის გასაძლიერებლად;

* კარგი საშუალებაა ქალებისათვის, ის ამცირებს გადაჭარბებულ სისხლდენას მენსტრუაციისას;

* აჩქარებს მეტაბოლიზმს;

* კურნავს კანის პრობლემებს, მუწუკებს, ქავილს, აფერხებს დაბერების პროცესს;

* წმენდს პირის ღრუს და მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს;

* საუკეთესო ანტიოქსიდანტია.

ვარდის მურაბის მომზადება საკმაოდ მარტივია: ვარდის ფურცლები მოათავსეთ ქილაში და დაუმატეთ შაქარი (რამდენი გრამი ფურცელიცაა იმდენივე შაქარი) და გააჩერეთ მზეზე 7-8 დღე. შეგიძლიათ მურაბის უშაქროდ მომზადებაც.

სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს: წვრილად დაჭერით 3-4 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში.

ბრონქული ასთმის დროს: აიღეთ 10 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, 500 გრამი გახეხილი გოგრა, მრავალძარღვას 1 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოთოლი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ლიტრი მშრალი წითელი ღვინო. აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ადუღებას რომ დააპირებს, გადმოდგით (არ აადუღოთ!). მიღებული მასა უნდა მიირთვათ სამი დღის განმავლობაში, თითო სადილის კოვზი დღეში 5-ჯერ, შემდეგ შეისვენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი