პოლიტიკა

პოლონური „დიპლომატია“

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.07, 2023 წელი

პოლონური დიპლომატია
დაკოპირებულია

ანუ რქიანი ტაქტიკა

მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმმა, რატომღაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებისას მასალის უკანონოდ გამოტანა სცადა, თუმცა ამის კანონიერი უფლება ჰქონდა და საქართველოს შესაბამისმა დაწესებულებამ ეს კადრები გამოაქვეყნა, პოლონეთის დიპლომატიურმა უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინა პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი, ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, ხოლო ეს განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა.

თუმცა დაგვამშვიდეს, რომ ამ უცნაური ფაქტის გამჟღავნება გავლენას ვერ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე (ამაზეც გმადლობთ).

სამწუხაროდ, ისევ ვერ შევიტყვეთ, რა მიზნით და რა გაჰქონდა პოლონელ ექიმს მალულად (საერთოდაც, რატომ მალულად?!) და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც არავინ შეგვატყობინებს, თუმცა აშკარაა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედების ტაქტიკა ღალატზე წასწრებული ქმრების (ან ცოლების) ტაქტიკას იმეორებს: განა მე მოგატყუე, შენ რატომ შეიმჩნიეო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი