პოლიტიკა

პოლონური კვანტი

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.08, 2023 წელი

პოლონური კვანტი
დაკოპირებულია

ანუ გულის ჯიბეში ჩასასმელები

ისე მოხდა, რომ ბელარუსის შვეულმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რამაც, ცხადია, პოლონელები შეაშფოთა, ბელარუსიდან საფრთხე იზრდებაო. პირადად მე კი მთავარი მაინც ის მგონია, რომ პოლონეთმა უკრაინას დაუძაბა და, სხვათა შორის, სახელდობრ, მარცვლეულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის გამო. და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვარშავასა და კიევში, შესაბამისად, უკრაინისა და პოლონეთის ელჩები დაიბარეს.

ბუნებრივია, პოლონეთს არ უნდა, რომ მარცვლეულის პრობლემა შეექმნას, უკრაინა კი მარცვლეულით ცდილობს პოლიტიკურად ივაჭროს. ხოლო ამასობაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პოლონეთისა და უკრაინის ნამდვილი შერიგება ვოლინის ტრაგედიის პრობლემის გარეშე წარმოუდგენელია (საქართველოს მისამართით უკრაინის ხელისუფლების ზოგადი უმადურობისა და ზოგიერთის, საერთოდაც, წრეგადასული სითავხედის მიუხედავად, პოლონეთს საქციელს ვერ მოვუწონებ, რაოდენ დიდი ტრაგედიაც უნდა მომხდარიყო ვოლინში. ეს ამბავი ომის შემდეგ უნდა გაირჩეს).

ვოლინში კი, პოლონეთის პარლამენტის უმაღლესი პალატის რამდენიმე წლის წინანდელი დადგენილებით, გენოციდი მოხდა. საქმე ეხება 1943 წელს მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც უკრაინის იმჟამინდელ ნაციონალისტებს მიაწერენ. კერძოდ, „ვოლინის ხოცვის მსხვერპლი, პოლონელების გარდა, გახდნენ ებრაელები, ჩეხები, სომხები და ეროვნული უმცირესობების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლთა დახმარებას ცდილობდნენ”. პოლონეთის ცნობით, 36 000-იდან 100 ათასამდე ადამიანია დახოცილი. უკრაინის ხელისუფლება ვოლნის ტრაგედიას არ აღიარებდა და მტკიცებულებებს ითხოვდა.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაახსენდა ოფიციალურ ვარშავას ვოლნის ტრაგედია, როდესაც უკრაინაში სისხლისმღვრელი ომია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პოლონეთს თავისი ამბიციები აქვს და უკრაინა-რუსეთის ომის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს (პირობითად, დიდი პოლონეთის შექმნის მიზნით), გასაგები ხდება მეხსიერების გააქტიურება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, თუმცა ევროპაში არ ვართ (გეოგრაფიულად) და თავებიც გვარიანად ცხელი გვაბია, იმას გარდა, რომ ერთმანეთს ვჭამთ, ღირსების განცდით ზემონახსენებ ორს (და ბევრ სხვასაც) გულის ჯიბეში ჩავისვამთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი