რჩევები

არასწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და ფერი ადამიანს ასაკს მატებს

№34

ავტორი: ანი რევია 10:00 31.08, 2023 წელი

ვარცხნილობა
დაკოპირებულია

თმის ვარცხნილობა და მისი ფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანის გემოვნებაზე მეტყველებს, მის გარეგნობასაც საკმაოდ ცვლის. არასწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და ფერი კი ასაკსაც მატებს. ამიტომ, თუ გაინტერესებთ, როგორი ვარცხნილობა და თმის ფერი მოგიხდებათ და შეესაბამება თქვენს ვიზუალსა და ასაკს, ამას ქვემოთ მოყვანილ რჩევებში ამოიკითხავთ:

  • თუ ჯანმრთელი თმის ღერები გაქვთ და ცვენას არ უჩივით, არ არის სავალდებულო ძალიან მოკლე ვარცხნილობა გქონდეთ, რადგან ეს ასაკს იმაზე ბევრად მატებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სჯობს, თმა გაიზარდოთ, სხვადასხვა ვარცხნილობა გაიკეთოთ და ცხოვრება ასე გაიხალისოთ;
  • თუ სალონს იშვიათად სტუმრობთ და თმის მოვლა სახლის პირობებში გიწევთ, მაშინ ჯობია, სიგრძე შეამციროთ, რადგან გრძელ თმას განსხვავებული მოვლა და მუდმივად წესრიგში ყოფნა სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია და ბევრ დროსაც მოითხოვს. ნაკლებად მოვლილი თმა კი ასაკს უფრო მეტად შეგმატებთ;
  • მუქ თმაში თქვენი კანის ფერი უფრო მკვეთრად ჩანს და ყველა დეტალი, იქნება ეს ნაოჭი, გამონაყარი თუ ფერიმჭამელები, სახეზე კიდევ უფრო მეტად იკვეთება. ამასთან ერთად, ზედმეტად მუქი თმა ნაკლებად მხიარულად გამოიყურება, უფრო მკაცრ გამომეტყველებას გაძლევთ, რაც ხელს უწყობს, რომ უფრო ასაკოვანად გამოიყურებოდეთ;
  • ერთი და იმავე ფერის კანი და თმა, თქვენს ვიზუალს ბუნდოვანს ხდის, რის გამოც იკარგება თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა, ტუჩის მოყვანილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია ადამიანის გარეგნობაში;
  • ღია ფერფლისფერი თმა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც, არა მარტო ასაკში შესულ ქალებში. თუმცა ყველას როდი უხდება. გააჩნია, როგორ არის შეხამებული ის თქვენი კანის ფერთან, რა ტონები არის მასში გაერთიანებული და რამდენად ახალგაზრდა სახის კანი გაქვთ. გარდა ამისა, ეს ფერი ხშირად საჭიროებს განახლებას, რათა ბზინვარება არ დაეკარგოს და ბუნებრივ ჭაღარას არ დაემსგავსოს;
  • თუ თქვენ 30 წელს გადააბიჯეთ, უმჯობესია, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და აკადემიურ ფერებს მიმართოთ, რადგან დიდი ალბათობაა, არასასურველი შედეგი მიიღოთ და გამოსწორებას კი ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. ხშირი ღებვის დროს თმის სტრუქტურაც ზიანდება და დროთა განმავლობაში, თუ ყურადღება მოადუნეთ და მისი მოვლა-შეღებვა დააგვიანეთ, თმა ბზინვარებას დაკარგავს და უსიცოცხლო გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი