რჩევები

კვერცხის დიეტა და 1 კვირაში მინუს 5 კილოგრამი

№26

ავტორი: ანი რევია 11:00 05.07, 2021 წელი

კვერცხის დიეტა
დაკოპირებულია

კვერცხის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. მის ეფექტურობას მეტაბოლური პროცესები განაპირობებს, რომლებსაც ეს პროდუქტი იწვევს ორგანიზმში. თუმცა, ამ დიეტის დაცვა ხანგრძლივი დროით არ არის რეკომენდებული – მხოლოდ 1 კვირა.

პირველი დღე

საუზმე: 1 ჭიქა უცხიმო რძე, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი.

სადილი: 170 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, კანის გარეშე და 1 ჭიქა იოგურტი.

ვახშამი: 1 ცალი ფორთოხალი, 1 კვერცხი და 140 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ცალი ლიმონის წვენისა და 1 ჭიქა თბილი წყლის ნარევი, 2 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 1 ცალი გრეიპფრუტი, 140 გრამი მოხარშული თევზი.

ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ცალი ლიმონის წვენი, 2 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 1 ცალი გრეიპფრუტი, 170 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი.

ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე

საუზმე: 3 შემწვარი კვერცხი ხახვითა და მწვანილებით.

სადილი: 140 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი და ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 2 ცალი ფორთოხალი და 1 მოხარშული კვერცხი.

მეხუთე დღე

საუზმე: 1 ჭიქა არაჟანი, 2 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი სტაფილო.

სადილი: 1 ჭიქა ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი, 2 ცალი სტაფილო.

ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 90 გრამი მოხარშული თევზი.

მეექვსე დღე

საუზმე: 1 ჭიქა ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი, 140 გრამი უცხიმო იოგურტი.

სადილი: 2 ცალი გრეიპფრუტი, 2 მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: ჭიქა წყალი.

მეშვიდე დღე

საუზმე: ნახევარი გრეიპფრუტი, 2 კვერცხი.

სადილი: 1 ცალი ფორთოხალი, 170 გრამი ძროხის ხორცი.

ვახშამი: ჭიქა წყალი.

წყლის დიდი ოდენობით მოხმარება დიეტას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. შეგიძლიათ, დიეტა ერთი თვის ინტერვალით კვლავ გაიმეოროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი