რჩევები

მოიცილეთ მარტივად კანზე გაჩენილი მუქი პიგმენტური ლაქები

№10

ავტორი: ანი რევია 11:00 14.03

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანზე მუქი ლაქების გაჩენას ჭარბი რაოდენობით მელანინი იწვევს. ზოგადად, კანის პიგმენტაციის დარღვევის მიზეზია: დიდხანს მზეზე ყოფნა, რუჯის მიღება, ზოგიერთი დაავადება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ორგანიზმში, ორსულობა, ასაკში შესვლა ან ტრავმები.

ასაკობრივი ლაქები სახისა და გულმკერდის არეში მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ჩნდება, რაც საგრძნობლად აზიანებს მელანინს და კანზე მუქი ლაქების წარმოქმნას იწვევს. ამ პრობლემას სახლის პირობებში ადვილად მოაგვარებთ, თუ ქვემოთ მოყვანილ ხერხს მიმართავთ.

* 2 ჩაის კოვზ კურკუმას დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა წვრილად დაფქული მარილი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახესა და დეკოლტეს არეზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილით და საღამოს, ძილის წინ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. ლიმონის წვენი წმენდს კანს, ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას. კურკუმა აღიავებს კანის ფერს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაცაა. მარილი კი ღრმად აღწევს კანის ფორებში და მას ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გირჩევთ, ლიმონის წვენი რძით ჩაანაცვლოთ;

* ალოეს წვენი ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. აიღეთ მცენარის ქორფა ფოთლები, გამოწურეთ წვენი და წაისვით ლაქებზე ძილის წინ;

* კეფირი შესანიშნავად ათეთრებს კანს და ხელს უშლის ლაქების წარმოქმნას. ასევე, არბილებს და ასუფთავებს კანის ზედაპირს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* გაიწმინდეთ სახე 3-ჯერ დღეში ახალი კარტოფილის ნაჭრებით. ეს პროცედურა აღადგენს კანის უჯრედებს და იმავდროულად, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს;

* ყოველდღე გაიწმინდეთ სახე კიტრის ნაფცქვენით. მასში შემავალი კოლაგენი არბილებს და კვებავს კანს. ასევე, ეფექტურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. კარგია, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ კიტრის ახალგამოწურულ წვენსაც;

* ოხრახუში მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. მისი წვენი შეიცავს მანგანუმსა და კალიუმს. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებას. ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ებრძვის აკნეს და აქტიურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.

ლოსიონი ასე უნდა მოამზადოთ: ოხრახუშის ფოთლები და ძირები დააბლენდერეთ. შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ფაფა წაისვით და გაიჩერეთ ნახევარი საათით სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამამშვიდებელი კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დილით და საღამოს. ის შესამჩნევად ამცირებს ფორების გაფართოებას, წმენდს კანს და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. შედეგს სამ კვირაში თავად დაინახავთ;

* აიღეთ ბანანი, გარეცხეთ, დაჭერით და კანიანად დააბლენდერეთ. დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაცივებას. შემდეგ ყინულის სპეციალურ კონტეინერებში მოათავსეთ და შედეთ საყინულეში. ყოველ დილით ამ კუბიკებით გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც პიგმენტური ლაქები გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი