რჩევები

მოიცილეთ სახეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში

№44

ავტორი: ანი რევია 11:00 09.11, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, მზეზე სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების მოქმედება და ასე შემდეგ. არასასურველი ფაქტორები კანის განსაზღვრულ უბნებში დიდი რაოდენობით პიგმენტ მელანინის დაგროვებას იწვევენ და კანი მუქ ელფერს იძენს.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტს ამ პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად.

სანამ ნიღაბს, კრემს ან ლოსიონს წაისვამთ, მსუბუქი პილინგი გაიკეთეთ, კანი მკვდარი უჯრედებისგან რომ გაასუფთაოთ და ამით ხელი შეუწყოთ მისი რეგენერაციის პროცესს. სკრაბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე, სახლში მომზადებული საშუალება: მცენარეულ ზეთს შეურიეთ ცოტა სოდა, შაქრის ფხვნილი ან მარილი, დაიტანეთ სახის კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობით გაიკეთეთ თვალის მიმდებარე ზონის გარდა. შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.

მუქი ლაქების მოსაშორებელი კრემი – რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი, 2 ჩაის კოვზი რძის ფხვნილი, რამდენიმე წვეთი გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. ღამით წაისვით, დილით კი, გაღვიძებისთანავე თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

შვრიისა და ლიმონის ლოსიონი – არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. შვრიის წყალობით კრემს აქვს მკვებავი თვისებები, ხოლო, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს. მეოთხედი სუფრის კოვზი დაფქული შვრია, 250 მილილიტრი წყალი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს ერთ კვირაში ნახავთ.

ფორთოხლის ნიღაბი – ეფექტური ნიღაბია. ფორთოხლის კანი კარგად გამოშრობამდე დატოვეთ მზეზე, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაფქვით. მიღებული დაფქული მასა შეურიეთ რძესა და ნატურალურ გლიცერინს შემდეგი პროპორციებით: 2 სადილის კოვზი დაფქული ფორთოხლის კანი, 1 სადილის კოვზი რძე და რამდენიმე წვეთი გლიცერინი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

თაფლისა და კურკუმას ნაღები – დაგეხმარებათ არა მხოლოდ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აქრობს ანთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგზემის ან აკნეს დროს. კარგად კვებავს მგრძნობიარე და ნაზ კანს. შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და დაფქული კურკუმა და კარგად აურიეთ სქელი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

კიტრისა და ვარდის წყლის ლოსიონი - კარგად ატონიზირებს კანს და ეხმარება თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნახევარი ჭიქა კიტრის წვენი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჭიქა ვარდის წყალი კარგად აურიეთ. დაიტანეთ კანზე სპრეის მეშვეობით, დღეში ორჯერ, დილით და ძილის წინ. ლოსიონის წყლით ჩამობანა საჭირო არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი