ვ.ბარნოვის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ვ. ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

გზის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა  ბარნოვი - მაყაშვილის კვეთიდან  ბარნოვი - ჭოველიძის (ბელინსკი)  კვეთამდე.

პროექტის მიხედვით, ასევე, დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა,  ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია.  

,,ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დედაქალაქისთვის. სამუშაოები ინტენიურად მიმდინარეობს.  სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, როდესაც ქალაქი დაიტვირთება, რეაბილიტაცია უკვე დასრულებული იქნება,’’ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს  “ჯეუ გრუპი“  ასრულებს.

გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 80 კალენდარულ დღეში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო,  მოძრაობა, დროებით, შეზღუდულია მაყაშვილის ქუჩის კუთხიდან ზანდუკელის ქუჩის კუთხემდე  და ტატიშვილის ქუჩის კუთხიდან პეტრიაშვილის ქუჩის კუთხემდე.

 

30 ივლისი 2016