ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

თეონა ეპიტაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის  კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ანა ტეტუნაშვილი

591 645475 ; 2510300 (7940)

სხდომის მდივანი

ოთარ ზანგურაშვილი

597 014649 ; 2510300 (7940)

დაიბადა 1988 წლის 4 დეკემბერს თბილისში. 

2003-2005 წლებში სწავლობდა ,,ჯორჯ ბაირონის სახელობის’’ ინგლისურენოვან სკოლაში.

2006 წელს დაამთავრა სკოლა-ლიცეუმი ,,რიტორი’’.

2008 წელს იყო საქართველოს ,,იურისტ სტუდენტთა ასოციაციის’’ წევრი.

2008-2009 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელობითი სტიპენდიანტი.

2010 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2010 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2011-2019 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის საინფორმაციო ბიუროს კონსულტანტის, სასამართლო სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2019-2020 წლებში იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 

2020 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის  კოლეგიის მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი