თეგიკა ჯგუფის ძირითად კომპანიას შპს  "თეგიკა უნივერსალი" წარმოადგენს, რომელიც მშენებლობა-რემონტის მიმართულებით მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია მშენებლობაში დიდი გამოცდილების მქონე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, თანამშრომელთა პროფესიონალიზმმა განაპირობა კომპანიის სწრაფი განვითარება და სოლიდური სამუშაოების განხორციელება. კომპანია ასრულებს: - მშენებლობის სრულ ციკლს (საძირკველიდან სახურავამდე). - სარემონტო სამუშაოებს (მოსაპირკეთებელი, სანტექნიკა, გათბობა-ვენტილაცია, ელ.გაყვანილობა, სამღებრო და სხვა სარემონტო სამუშაოებს). - ლითონის ნაკეთობათა დამზადება-მონტაჟს (კარები, გისოსი, ვიტრაჟი, ჭიშკარი, ღობე და სხვა ლითონის ნაკეთობები). -ბეტონის არმირებული გზები, სამრეწველო იატაკები, ჰიდროსაიზოლაციო სისტემები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები. -სკვერებისა და სტადიონების მშენებლობა-მოწყობას