ცხოველები

0f8c45bea0f2დედამიწაზე მრავალნაირი ცხოველია.

ფრინველები, თევზები, პეპლები, ბაყაყები, ქათმები, მელიები, დათვები, ცხენები, კუ და სხვ. – ცხოველებია.

ცხოველები, მცენარეების მსგავსად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. მათი უმრავლესობა ხმელეთზე ბინადრობს, არიან წყალშიც, ზოგი კი წყალხმელეთაა. ასეთია ბაყაყი, გომბეშო და სხვ.

საქართველოს მთა-ბარში სხვადასხვანაირი ცხოველია გავრცელებული. დათვი, ირემი, თაგვი, ციყვი, შველი, მელია, მგელი და სხვ. ისინი შვილებს ძუძუს აწოვებენ. მათ ძუძუმწოვარ ცხოველებს უწოდებენ.

1378977698_ee33e3e3e3e3ew32juyd_018ფრინველები ბუდეს იკეთებენ, კვერცხს დებენ, საიდანაც პატარა ბარტყები იჩეკებიან. არწივის ბარტყს მართვეს უწოდებენ, მტრედისას ხუნდს და სხვ.

თევზები, ბაყაყები, გომბეშოები ქვირითით მრავლდებიან, საიდანაც ლიფსიტები ჩნდებიან.

ცხოველები არიან შინაური და გარეული.

შინაური ცხოველები ადამიანის კარმიდამოზე ბინადრობენ. მათ დიდი სარგებლობა მოაქვთ. ამიტომ მოაშენა ადამიანმა და ბევრსაც ზრუნავს მათზე: უშენებს სადგომს, უმარაგებს საკვებს, მკურნალობს ავადმყოფობის დროს და სხვ. სამაგიეროდ ისინი უზრუნველყოფენ რძით, ხორცით, მატყლით, ტყავით, კვერცხით, თაფლით. შინაურ ცხოველებს მიეკუთვნება აბრეშუმის ჭიაც, იგი თეთრ და მოყვითალო ფერის პარკებს აკეთებს, რომლისგანაც აბრეშუმის ძაფს ღებულობენ.

c0000cc6d224დიდი ხნის წინათ, ადამიანი როცა ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობდა, მტაცებელი ცხოველების ეშინოდა. და აი, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა იმ ნადირთა გამოკვება დაიწყო, რომლებიც მას გამუდმებით დასდევდნენ, თავს ესხმოდნენ. მათი ნაშიერები ადამიანს შეეჩვივნენ და მის ახლოს დაიწყეს ყურყუტი. ისინი იცავდნენ ადამიანს სხვა მტაცებლებისაგან, ეხმარებოდნენ ნადირობაში. ასე მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი. გადიოდა დრო. ადამიანმა მცენარეებსა და სხვა ცხოველებს შორისაც გაიჩინა „მეგობრები“. ახლა მათ გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. J

დედამიწაზე ბევრი გარეული ცხოველი ბინადრობს, ზოგი დიდია, ზოგიც – პატარა. დათვი, მაგალითად, დიდია, მგელი – შედარებით პატარაა, კურდღელი მგელზე პატარაა, თაგვი კიდევ უფრო პატარა.

ზოგი მათგანი დიდყურაა, ზოგს რქები აქვს, ზოგი უკუდოა, ზოგიც – კუდფუმფულა.

e18399e18390e18395e18399e18390e183a1e18398e183a3e183a0e18398-e18398e183a0e18394e1839be183981ცხოველები სხვამხრივაც არ ჰგვანან ერთმანეთს. ზოგი ფოთლებითა და ბალახებით იკვებება. მათ ბალახის მჭამელ ცხოველებს უწოდებენ. ასეთებია: ირემი, შველი, ჯიხვი და სხვ.

ციყვები და თაგვები ყველაფერს ღრღნიან: სოკოს, კაკალს, გირჩებს და სხვ. ესენი მღრღნელები არიან.

მგელი, დათვი, მელა, აფთარი ცხოველებზე ნადირობენ. მათ მტაცებლებს უწოდებენ. მართალია, დათვიც მტაცებელია, მაგრამ ძალიან უყვარს თაფლი, ჟოლო და სოკოც კი.

მტაცებელი ფრინველებშიც არიან: არწივი, ორბი, ძერა, ქორი და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლები უწყინარ ბალახის მჭამელებს ანადგურებენ, მავნებლები არ არიან. ისინი ავადმყოფ და სუსტ ცხოველებს სპობენ. ძლიერი და ჯანმრთელი ძნელი დასაჭერია. ამიტომ ზოგიერთ მტაცებელს სანიტარსაც კი უწოდებენ.

როგორც ხედავთ, ბუნებისთვის ყველა ცხოველი საჭიროა, უწყინარი ბალახის მჭამელიც და საშიში მტაცებელიც.

დატოვე კომენტარი