#მოდა

2021 წლის ზაფხულის MUST HAVE სამკაულები

გაზიარება:

უკვე გაირუჯეთ? ე.ი. თქვენს სხეულს სამკაული კიდევ უფრო მეტად დაამშვენებს. ოქროსფერი ყელსაბამი თქვენს გარუჯულ კისრის განსაკუთრებულ სილუეტს გაუსვამს ხაზს, ჭრელი ქვებით გაფორმებული ბეჭდები კი შოკოლადისფერ თითებს უფრო თვალშისაცემს გახდის. მოკლედ, The Diary-ის გუნდი ამჯერად 2021 წლის ზაფხულის ტრენდულ სამკაულებს შეგირჩევთ, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად, Online მაღაზიებში მიაგნებთ და პირდაპირ სახლის კართან მიიღებთ.

#1 მასიური ყელსაბამი

ჯაჭვის ყელსაბამი წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, განსაკუთრებით ოქროსფერი, რომელიც გარუჯულ სხეულს კიდევ უფრო მეტად ეწყობა. შეგიძლიათ ერთმანეთს რამდენიმე ტონალობის, სიგრძისა და სისქის ოქროსფერი ყელსაბამები შეუხამოთ, რაც სრულიად უბრალო მაისურსაც კი ტრენდულ Look-ად აქცევს.

#2 პერსონალიზებული ბეჭედი

ინიციალები კისერზე არა ერთხელ გვინახავს, ხელის თითებისთვის კი ქართული ასოები ნამდვილი სიახლეა. ხელნაკეთი სამკაულები ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, მითუმეტეს, როდესაც დიზაინში უნიკალური ქართული ანბანია გამოყენებული.

#3 გულის ფორმის საყურე

Love is-ების ერა დაბრუნდა! გულის ფორმა კი 2021 წლის აქსესუარების ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. თქვენი ასაკობრივი, თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, გულის ფორმის საყურეს ყველა მოგიწონებთ. სხვათა შორის, წელს ძვირფასი მეტალის გარდა განსხვავებული მასალაც აქტუალურია.

ზევით