ქსოვილის ნიღბები და იდეალური კანის საიდუმლო

ქსვილისი ნიღბები

მსოფლიოში ქსოვილის ნიღბების ნამდვილი ბუმია. ჰოლივუდი სავარსკვლავეთიც კი იდეალურ სახის კანსა და ჯანსაღ სტრუქტურას სწორედ ამ სასწაულთმოქმედ პროდუქტს უმადლის.

კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის განკუთვნილი ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა იდეალური კანისთვის. პროდუქციის გამოყენებიდან ზუსტად 15 წუთში თქვენი სახის კანი ჯანსაღ ელფერს დაიბრუნებს. ეს პროდუქტი ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც თავის მოსავლელად დიდი დრო არ რჩება და სასურველი შედეგის მიღება მოკლე დროში სურს.

Sheet mask-ს ანუ ქსოვილის ნიღბები კანისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის უზმოზე მირთმეული ჭიქა წყალი. დამატენიანებელი და გამაჯანსაღებელი საშუალებებით გაჯერებული ნაჭერი, რომელიც თერმულადაა შეფუთული, სუფთა კანზე 15-25 წუთით უნდა მიიკრათ, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩვეული დამატენიანებელი პროდუქცია იხმაროთ.

sheet mask

საინტერესო ის ფაქტიც, რომ კანი იმდენად არის გაჟღენთილი საჭირო ვიტამინებითა და საჭირო ელემენტებით, რომ სიღრმისეული დატენიანების პროცესი ნიღბის მოხსნის შემდეგაც გრძელდება.

ჩვენ თქვენთვის საუკეთესო ნიღბები მოვიძიეთ, რომელიც კანის დატენიანებასა და დაღლილობის კვალის გაქრობასთან ერთად, თვალის ქვემოთ სიშავესა და შეშუპებასაც მოგიხსნით და მომენტალურ, გლუვ და ჯანსაღ იერს მოგანიჭებთ.

Lancome - ნიღაბის 30 წუთიანი გამოყენების შემდგომ კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ჯანსაღ ელფერს იძენს. შესამჩნევად მცირდება ნაოჭები და სხვა ასაკობრივი ნიშნები.   Lutecia GEL 45

Lancome ნიღაბი

Christian Breton - ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღაბი საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს, ატენიანებს კანს და ხავერდოვან იერს ანიჭებს. GPC GEL 37.90

Christian Breton

Avon - ანტიოქსიდანტების და წყალმცენარეების წყალობით ღრმად წმენდს სახის კანს, გამოაქვს ტოქსინები და აღადგენს წყლის ბალანსს. Avon GEL 11.99

Avon

 

Mizon - ნიღაბი შეიცავს მარგალიტის ექსტრაქტსა და სხვა ბუნებრივ დამამშვიდებელ ინგრედიენტებს. ხოლო ვულკანური ნახშირისგან დამზადებული ქსოვილის ნიღაბი თქვენს კანს გაახალგაზრდავებს და მიმიკურ ნაოჭებსაც შეამცირებს. PSP GEL 7.35

Mizon

DIEGO DALLA PALMA - ვიტამინებით გამდიდრებული ნიღაბი სახის კანის ფერს გაგიჯანსაღებთ და მბზინვარებას შესძენს მას. სულ რაღაც 10 წუთში კანი დაიბრუნებს საოცნებო სიკაშკაშესა და თანაბარ ფერს. Lutecia GEL 23

Diego Dalla Palma

MISSHA - ნიღაბი ჰიალურონის მჟავით ის ჯადოსნური პროდუქტია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს სჭირდება. ის ღრმად ატენიანებს კანს, ამკვირვებს მას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. PSP

Missha

ზევით