რომანი, რომელიც 37 წელია გრძელდება - გოლდი ჰოუნის და კურტ რასელის ისტორია

kurt and goldie cover

Hollywood-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდხნიანი ქორწინება ოფიციალური არაა. 74 წლის გოლდი ჰოუნი და 69 წლის კურტ რასელი უკვე 37 წელია შეყვარებულების სტატუსს ატარებენ. წყვილს, რომელმაც ყველა ჰოლივუდირი კლიშე დაამსხვრია, 4 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს.

kurt and goldie son and daughter

მსახიობებმა ერთმანეთი დისნეის ფილმის გადაღებებზე გაიცნეს, როდესაც გოლდი 21-ის, კურტი კი სულ რაღაც 16 წლის გახლდათ. წლების შემდეგ გოლდი გამოტყდა, რომ ახალგაზრდა მსახიობით მაშინვე მოიხიბლა.

კურტი მაშინ თინეიჯერი იყო, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სასცენო პარტნიორობით შემოიფარგლა.

kurt goldie shoot

მეორედ მსახიობები ერთმანეთს 1983 წელს, მორიგი ფილმის გადაღებებზე შეხვდნენ. გოლდი წარმატებული მსახიობი, კურტი კი ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ.

არ ვიცოდი, წლების შედეგ როგორი იქნებოდა. როდესაც დავინახე, ჩემდა უნებურად ყველაზე ბანალური ფრაზა წამომცდა. შევხედე და ვუთხარი - ძალიან ლამაზი ფორმები გაქვს!

ამ ბანალური კომპლიმენტით მოხიბლა რასელმა ქერათმიანი ლამაზმანი და იგივე ფრაზა გახდა მათი პირველი პაემნის საწინდარიც, რომელიც გადასაღები დღის ბოლოს ფლეიბოის კლუბში შედგა.

kurt and goldie date

კურტ რასელს მისი და გოლდის პირველი პაემნის გახსენება განსაკუთრებით უყვარს:

რამდენიმე საათის მანძილზე ვილაპარაკეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ მის სახლში წავსულიყავით, რომელიც ცოტა ხნით ადრე შეიძინა, მაგრამ გასაღები არ გვქონდა, ამიტომ სახლის კარის გატეხვა მოგვიწია. 

წყვილი მალე მეორე სართულზე, საძინებელში აღმოჩნდა, სადაც წარმოსახვითი ავეჯის შესახებ დაიწყეს ხუმრობა. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ სახლში პოლიცია შევიდა. როგორც ჩანს, მეზობლებმა მსახიობების სახლში შეჭრა ყაჩაღობად მიიჩნიეს. ყველაფერი მალევე გაირკვა, ჰოუნისა და რასელის პირველი პაემანი კი სასტუმროს ნომერში გაგრძელდა. მას შემდეგ გოლდი და კურტი განუყოფლები არიან.

kurt goldie

რასელამდე გოლდის ყოფილი მეუღლისგან 2 შვილი - ქეით და ოლივერ ჰადსონები ჰყავდა. კურტს კი ყოფილი ქორწინებიდან 1 ვაჟი - ბოსტონ რასელი დარჩა. წყვილს საერთო შვილი - უაიატ რასელი 1986 წელს შეეძინა. უაიატი, ქეითი და ოლივერი ცნობილი მშობების მსგავსად წარმატებული მსახიობები არიან.

over board

1997 წელს წყვილმა ერთად ცნობილ კომედიაში „ბორტს მიღმა“ ითამაშა. გოლდი ხშირად ახსენებს, რომ საკუთარ ფილმებს არ უყურებს ხოლმე, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ცოტა ხნის წინ „ბორტს მიღმა“ კურტთან ერთად ნახა.

გამახსენდა, რატომ შემიყვარდა. მიხარია, რომ ფილმს ერთად ვუყურეთ. 

ჰოუნი და რასელი ბებია-ბაბუის როლსაც გადასარევად ირგებენ. წყვილს უკვე 3 შვილიშვილი ჰყავს. ბოლოს პატარა გოლდის ქალიშვილს - ქეით ჰადსონს შეეძინა, რომელსაც რანი როუზი დაარქვეს.

kurt goldie family

წყვილის მრავალწლიანი რომანის მანძილზე მათი არ შემდგარი ქორწილის შესახებ მითქმა-მოთქმა არა ერთხელ ამტყდარა, მაგრამ მეორე ნახევრები ყოველთვის ერთ აზრზე რჩებიან. ოჯახის შესაქმნელად ოფიციალურად დაქორწინება აუცილებელი არაა.

ჩემი გამოცდილებით ერთად დროის დაახლოებით 68% უნდა გაატაროთ.

goldie kurt star

2017 წელს ლეგენდარულ წყვილს Hollywood-ის დიდების ხეივანში ვარსკვლავებიც გაუხსნეს. ცერემონიალზე რასელი გულისამაჩუყებელი ტექსტით გამოვიდა, რომელშიც მადლობას მეორე ნახევარს უხდიდა. გოლდი კი საყვარელი მამაკაცის მიმართ გრძნობებზე სოციალურ მედიაშიც ხშირად საუბრობს. ცოტა ხნის წინ მამის დღის მისალოცად ჰოუნმა Instagram-ზე რასელის ფოტო ატვირთა, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო:

არავის შეუძლია მასსავით სიყვარული. საუკეთესო მამა ხარ!

ზევით