არგანის ზეთი

wp-1460403202269.jpeg

წამოიდგინეთ ნაყოფი, რომელიც ისეთი ნოყიერია, რომ თხების მის შესაჭმელად ხეზე ადიან. ამ შესანისნავი ხილის შიგნით თხილია, რომლისგანაც მიიღებენ არგანის ზეთს. ეს ხე იზრდება მაროკოში და ზალიან ნელა იზრდება. წლების განმავლობაში არგანის ზეთს იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად, სახის კანისა და თმის დასატენიანებლად. არგანის ზეთი მდიდარია A და E ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავით და ლინოლეური მჟავით. ის მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდაც. გარეგანი გამოყენების შემთხვევაში E ვიტამინის ტროკოფეროლი ეხმარება კანს ახალი უჯრედების წარმოქმნაში. სწორედ ამიტომ კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიები არგანის ზეთს იყენებენ ანტი-ასაკობრივი კრემების, თმის და კანის მოვლის საშუალებების წარმოებაში. აუცილებელია ზეთი მოვარიდოთ მზის სხივებს და გამოვიყენოთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად.  წარმოგიდგენთ არგანის ზეთის 10 სასარგებლო თვისებას.

1. ღამის დამატენიანებელი

wp-1460403282179.jpeg

არგანის ზეთი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმის კვალს. სახის დაბანის და გაწმენდის შემდეგ, დაიწვეთეთ რანოდენიმე წვეთი ხელის გულზე და შეიზილეთ სახეზე და კისერზე. არგანის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ თვალის გარშემოც. 1 წვეთი ზეთი წაისვით ცხვირის და შუბლის არეში ოდნავი დარტყმით სახეზე, 1 წვეთი თვალების მიდამოში იგივე მოძრაობით. მასში შემავალი A და E ვიტამინი ამცირებს ნაოჭებს და ატენიანებს კანს.

2. კანის ტონიკი

wp-1460403376028.jpeg

კანის ტონირება მნიშვნელოვანი ნაწილია კანის მოვლის დროს. ნატურალური ტონერის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის მწვანე ჩაის დაამატეთ რამოდენიმე წვეთი ნატურალური ზეთი (ფორთოხლის, ლიმნის ან ჩაის ხის ზეთი) და 2-4 წვეთი არგანის ზეთი. მიღებული მასა გადაიტანეთ სტერილურ, თავსაფრიან ჭურჭელში. გამოიყენეთ დილა-საღამოს სუფთა კანზე და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი.

3. ამქერცლავი 

wp-1460403417551.jpeg

ამქერცლავი მიქსტურის დამზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია და ამავდროულად იაფი. ამასთან არგანის ზეთის დამატებით თქვენ მიიღებთ ანტი-ასაკობრივ ამქერცლვ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყავისფერ შაქარს დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი არგანის ზეთი. მიღებული მიქსტურა დიტანეთ სახეზე წრიული მოძრაობით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ აკნესგან დაზიანებულ და მშრალ არეებზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენს მიერ დამზადებული ამქერცლავი საშუალება კანიდან აშორებს მკვდარ კანს და ამცირებს ნაოჭებს და ხაზებს, რათა კანი გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად. არგანის ზეთის მკვებავი ნივთიერებები, ყავისფერ შაქართან ერთად უფრო ადვილად შეჯწოვება კანში. ამ მიქსტურის გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახეზე, ასევე ტანის გამომშრალ ნაწიკებზე, როგორიცაა მაგალითად იდაყვები ან ქუსლები.

4. აკნე

wp-1460403469725.jpeg

კარგი სიახლე მათთვის ვინც ებრძვის აკნეს – დამტკიცებულია, რომ არგანის ზეთი ამცირებს ცხიმოვან უჯრედების მიერ ცხიმის წარმოქმნის დონეს. ქალების უმეტესობას, რომლებსაც გარდატეხის საკში არ აწუხებდათ აკნე, 30-40 წლის ასაკში მაინც უწევთ მასთან ბრძოლა. მართალია არსებობს უამრავი აკნესთან საბრძოლველი საშუალება, მაგრამ ნატურალურ საშუალებებს მაინც ვერაფერი შეედრება. არგანის ზეთში შემავალი მაღალი ლინოლეური მჟავის შემცველობა აღმოფხვრავს ანთებით პროცესს, რომელიც გამოწვეულია აკნესგან და კანს ეხმარება მკვდარი უჯრედების აღდგენაში. თუ არგანის ზეთს იყენებთ, როგორც დამატენიანებელ საშუალებას, მაგრამ მაინც გაწუხებთ აკნე, დაიწვეთეთ რამოდენიმე წვეთი ხელის გულზე და დარტყმითი მოძრაობით შეიზილეთ კიდევ დამატებით პრობლემურ ადგილებზე. ჩირქოვანი გამონაყარის და ე.წ. ფერიჭამიების შემთხვევაში აუცილებელია არგანის ზეთის გამოყენებამდე წაისვათ ჩაის ხის ზეთი როგორც ტონიკი. ეს ორი ზეთი ერთად მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ამ ორი ზეთის ერთობლიობა შეამცირებს ანთებით პროცესს და შეამცირებს აკნესგან გამოწვეულ ლაქებს და შრამებს.

5. სტრიები

wp-1460403595397.jpeg

არგანის ზეთის გამოყენებით, შესაძლებელია ასევე სტრიების თავიდან აცილება. თბილი 2-3 წვეთი ნატურალური არგანის ზეთი დაიტანეთ ხელზე და შეიზილეთ მუცელზე, თეძოებზე ან სხვა პრობლემურ ადგილებზე. A და E ვიტამინი აახალგაზრდავებს კანს ამიტომაც ამცირებს სტრიების გაჩენის რისკს. თუ გაქვთ სტრიები შეურიეთერთმანეთს არგანის ზეთი და ავისფერი შაქარი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით არგანის ზეთი.

6. გაპარსვით გაღიზიანებული კანი

wp-1460403695573.jpeg

საპარსით მიყენებული ჭრილობა ანდა კანის გაღიზიანება არასასიამოვნო შეგრძნებაა. არგანის ზეთი საუკეთესო საშუალებაა რათა დარბილდეს კანი გაპარსვის შემდგომ. დაიწვეთეთ 1-2 წვეთი არგანის ზეთი ხელზე, გაათბეთ ხახუნის ძალით და შეიზილეთ კანზე. მაშინვე იგრძნობთ უსიამოვნო შეგრძნების მოხსნას. ის ასევე ხელს უშლის კანის ჩაბრუნებას.

7. მთელი სხეულის დამატენიანებელი

wp-1460403784490.jpeg

მას შემდეგ რაც გამოცდით არგანის ზეთის სასარგებლო თვისებებს სახის კანზე, არ მოგერიდოთ მისი ტანზე გამოყენება. დაუმატეთ არგანის ზეთი სხვა რომელიმე ნატურალურ ზეთს (ქოქოსი, ზეითუნი, ჯოჯობა, ტკბილი ნუში ან სეზამი) და შეიზილეთ კანზე.

8. თმა

wp-1460403997139.jpeg

არგანის ზეთი მხოლოდ კანისთვის როდისაა სასარგებლო – ის ასევე შესანიშნავია თმისთვისაც. ეს არაცხიმიანი ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კონდიციონერი, რომელსაც არ სჭირდება ჩამობანა. ამის შემდეგ თქვენი თმა უფრო მორჩილი გახდება და ასევე უმკურნალებს გაყოფილ ბოლოებს. ის ამცირებს თმის გამოშრობას, რომელიც გამოწვეულია ფენის, თმის უთოს და სხვ. გამოყენებით. ზოგიერთი კვლევა კი იმასაც ადასტურებს, რომ იგი ხელს უწყობს თმის ზრდასაც ამიტომ შეიზილეთ ის თმის ძირებშიც. თმის სტრუქტურიდან და სიგრძიდან გამომდინარე საჭიროა 1-3 წვეთი.

9. ტუჩების დამატენიანებელი

wp-1460404143596.jpeg

არგანის ზეთი ასევე სასარგებლოდ მოქმედებს ტუჩებისთვისაც. ის შესანიშნავი საშუალებაა დამსკდარი და მშრალი ტუჩების სამკურნალოდ. შეიზილეთ 1-2 წვეთი ტუჩებზე და მოიწმინდეტ ზედმეტი ზეთი ტუჩებიდან. ტუჩები გახდება რბილი და დატენიანებული.

10. ფრჩხილები, ფეხები და ქუსლები

wp-1460404270873.jpeg

ახლა კი დროა ვისაუბროთ არგანის ზეთის უპირატესობაზე ფრჩხიკებთან მიმართებაში. ის დადებითად მოქმედებს ნუნებზე და ფრჩხილებზე. პირველ რიგში მოიცილეთ მანიკჯრი ფრჩხილებიდან, შემდეგ დაიტანეთ ზეთი ფრჩხილებზე, დაელოდეთ შეშრობას და შემდეგ დაიბანეთ ხელები. მისი მოხმარება შეგიძლიათ ასევე ფეხის ფრჩხილებზე, გაუხეშებულ ქუსლებზე და პრობლემურ ადგილებზე. უფრო შედეგიანია თუ მისი წასმის შემდეგ ჩაიცვამთ ნასკებს 20 წუთის ან მთელი ღამის განმავლობაში.

Leave a comment