თეგებით ძიება
27. 11. 2019 News-ები

5 ნატურალური მკურნალი სტრიების მოსაშორებლად! ეფექტურია...

ორსულობის შემდეგ თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ტანის გარკვეულ ნაწილებზე, უფრო კონკრეტულად, უკანალზე, მუცელსა თუ მკერდზე სტრიები გაქვთ გაჩენილი.



სტრიების გაჩენის მიზეზი:

სტრიები ძირითადად ჩნდება მაშინ, როცა თქვენ იმატებთ წონაში და შემდეგ სწრაფად იკლებთ. ამიტომ არამარტო ორსულები, არამედ სხვა ადამიანებიც არ არიან მისგან დაზღვეული.

თავიდან სტრიები წითელი და იასამნისფერია, პროგრესის დროს კი ისინი ვერცხლისფერდება. ამის შემდეგ მათი მოშორება უფრო და უფრო ძნელი ხდება.

ვინ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ?

სტრიები ემუქრებათ

– ქალებს მე-3 ტრიმესტრში

– გენეტიკა დიდ დროს თამაშობს.

– ზედმეტი წონის ადამიანები, რომლებიც წონას სწრაფად იკლებენ.

სხვა შემთხვევაში სტრიები ყველას შეიძლება დაემართოს, ასაკისა და სქესის მიუხედავად.



ნატურალური წამლები სტრიების მოსაშორებლად:



1) შაქარი

შაქარი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და მახინჯი ხაზები მინიმუმადე დაჰყავს. მის გამოსაყენებლად, აიღეთ 1 ს/კ შაქარი და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ ლიმონის წვენისა და ნუშის ზეთის რამდენიმე წვეთი. აურიეთ და პრობლემურ ადგილას შეიზილეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა მთელი თვის განმავლობაში გაიმეორეთ.

2) ალოე ვერა

ალოე ვერა ძლიერი საშუალებაა სტრიების გასაფერმკრთალებლად. ყოველდღიურად პრობლემურ ადგილას დაიდეთ ალოე ვერას პატარა ფოთლების ექსტრაქტი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ალოე ვერის გამოყენების სხვა ვარიანტიც არსებობს. ალოე ვერას გელს ვიტამინი A და ვიტამინი E შეურიეთ და პრობლემურ ადგილას დაიტანეთ. გაშრობას დაელოდეთ. ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

3) კარტოფილის წვენი

კარტოფილი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. მისი წვენი სტრიების შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ კარტოფილი რამდენიმე ნაწილად დაჭრათ და პრობლემურ ადგილებზე შეიზილოთ 5-10 წუთის განმავლობაში. როგორც კი კანზე წვენი გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4) ზეითუნის ზეთი

საუკუნეების განმავლობაში, ზეითუნის ზეთს ჯანსაღი კანისთვის ხმარობდნენ. ის მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი გახლავთ. ის კურნავს დაზიანებულ კანის უჯრედებს. სტრიების მკურნალობის დროს თქვენ თბილი ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ, რომელიც სტრიებზე უნდა შეიზილოთ. პროცედურის შემდეგ მისი ჩამობანა არაა საჭირო, რადგან ის კანს დაგიტენიანებთ კიდეც.

5) აბუსალათინის ზეთი

სტრიების ერთ-ერთი ნატურალური მკურნალი აბუსალათინის ზეთია. ის არა მარტო სტრიებს ებრძვის, არამედ მუქ ლაქებსა და ნაოჭებსაც კი. რაც გჭირდებათ არის ის, რომ აბუსალათინის ზეთი რამდენიმე წუთის განმავლობაში პრობლემურ ადგილას შეიზილოთ. შემდეგ კი ეს ადგილი სუფთა ნაჭრით შეიხვიეთ და დაიტოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა