თეგებით ძიება

რატომ არის ჩახუტება მნიშვნელოვანი - ჩახუტების 7 სამკურნალო ეფექტი

ადამიანის შეხებაში არის რაღაც განსაკუთრებული. მას შეუძლია ემოციეისა და აზრების უსიტყვოდ გადმოცემა. ჩვენ სოციალური არსებები ვართ,ხოლო შეხება ინსტიქტია.

ჩახუტებას შეუძლია გამოხატოს სიყვარული, მხარდაჭერა, კომფორტი, თანაგრძნობა, მადლიერება და მწუხარება. როგორც ჩანს, ჩახუტება ყველაზე ბუნებრივი მოქმედებაა, როდესაც საჭიროა ადამიანის დამშვიდება ან მწუხარების გაზიარება.

ნახეთ 7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება მნიშვნელოვანი:

1. ის სტრესისა და დაავადებებისგან გვიცავს.
კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფს. უბრალო ჩახუტება კი ოქსიტოცინის გამოყოფას ეხმარება, რომელსაც ჰიპოფიზის ჯირკვალი წარმოქმნის. ცნობისთვის ოქსიტოცინი ჰორმონია, რომელიც ქალებში სტრესის ჰორმონებს კორტიზოლს და ნორეპინეფრინს ანეიტრალებს.
უკონტროლო ან ქრონიკული სტრესი შეიძლება მარტოობის განცდისა და დეპრესიის მიზეზი გახდეს. სტრესის დროს ჩახუტება კი სწრაფად ამშვიდებს - სხვა ადამიანთან კავშირი შეგახსენებთ, რომ სტრესი დროებითია და თქვენ მარტო არ ხართ.

2. ამცირებს არტერიულ წნევას
სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩახუტება დეპრესიიდან თავის დაღწევაში ეხმარება, ხოლო რაც უფრო ნაკლებია დეპრესიული მდგომარეობა, მით უფრო სტაბილურია წნევა. ჩახუტება ნორმალური არტერიული წნევის დროსაც ეხმარება - თქვენ ნაკლებად განიცდით თავის ტკივილს, დაღლილობას და სხვა ყოველდღიურ პრობლემებს.

3. ის ამცირებს შფოთისა და შიშის გრძნობას
შფოთვა, შიში, მწუხარება, დაბალი თვითშეფასება, დეპრესია - ყველა ეს შინაგანი კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. ჩახუტებამ კი შეიძლება ირაციონალური შიშიც კი შეამციროს.
თბილ, ადამიანურ ჩახუტებას შეუძლია დათრგუნოს შინაგანი შფოთის გრძნობა, დაამშვიდოს ნერვული სისტემა და არავერბალური მხარდაჭერა გამოხატოს. ის დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობას ნერგავს.

4. ის თანაგრძნობას გამოხატავს მგლოვიარე ადამიანის მიმართ
თითოეული ადამიანი მწუხარებას თავისებურად განიცდის. განსხვავებულია გარდაცვალების გარემოებები, ისევე, როგორც ემოციის ხარისხი. შეხება ან ჩახუტება ხშირად უფრო მეტყველია, ვიდრე თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები. მგლოვიარე ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს გამოხატოს თუ რა სახის დახმარება სჭირდება, მაგრამ ჩახუტება ყველა სიტყვაზე უკეთ მუშაობს.

5. ის ადამიანს აბედნიერებს
დოფამინი კიდევ ერთი ჰორმონია, რომელსაც ადამიანი ჩახუტების დროს გამოყოფს. ამ ჰორმონის დაბალი დონე ასოცირდება დეპრესიასთან და გრძელვადიან ნევროლოგიურ დისფუნქციასთან. კვლევამ დაადასტურა, რომ დოფამინი ასევე ხელს უწყობს მოტივაციას და ხელს უწყობს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.

პიროვნებათაშორისი კონფლიქტები გარდაუვალია. ჩახუტება კი კონფლიქტების მოგვარებისა და პარტნიორების კეთილდღეობის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, რეგულარული ჩახუტება მნიშვნელოვნად ამცირებს კონფლიქტის ემოციურ შედეგებს და ზრდის თვითშეფასებას.

6. ის აძლიერებენ იმუნურ სისტემას
სტრესი საფრთხეს უქმნის ადამიანის იმუნურ სისტემას და უფრო მგრძნობიარეს ხდის დაავადებების მიმართ.
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა სოციალური დახმარებისა და კონტაქტური კავშირების ფიზიკური შედეგები, როგორც ჩვეულებრივი გაციების სამკურნალო საშუალება. ორგანიზმში შეჰყავდათ ვირუსი და აკვირდებოდნენ სიმპტომებს და დაავადების ხანგრძლივობას.
კვლევამ დაადასტურა, რომ პაციენტები, რომლებიც საყვარელ ადამიანებს ხშირად ეხუტებოდნენ, ნაკლებად ინფიცირდებოდნენ, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში, სხვებზე სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

7. ის ებრძვის უძილობას
ჩახუტება კორტიზოლის წარმოქმნას აბრკოლებს და უკეთ დაძინებაში გვეხმარება, რადგან სტრესი უძილობის მთავარი მიზეზია.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელიწადზე მეტია, ადამიანები ჩახუტების სიამოვნებას მოკლებულები არიან, თუმცა გვირაბის ბოლოს უკვე სინათლე ჩანს და მალე ადამიანები ყოველგვარი რისკისა და საფრთხის გარეშე შეძლებენ ჩახუტებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა