თეგებით ძიება
13. 04. 2022 მსოფლიო

"გაც­ვა­ლეთ ეს თქვე­ნი ბიჭი ჩვენს ბი­ჭებ­სა და გო­გო­ებ­ზე" - ზელენსკი რუსეთს პუტინის ნათლიმამის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას განაცხადა, რომ 12 აპ­რილს უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ნათ­ლი­მა­მა ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­როდ შე­ნიღ­ბუ­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, რის შედეგადაც ის დააკავეს.

პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციას "მათი ბი­ჭის“ უკ­რა­ი­ნელ ტყვე­ებ­ში გაც­ვლა შეს­თა­ვა­ზა.

"თუ მედ­ვედ­ჩუკ­მა თა­ვად აირ­ჩია სამ­ხედ­რო ფორ­მა, ნიშ­ნავს, რომ ის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ომის წე­სებს. ვთა­ვა­ზობ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას: გაც­ვა­ლეთ ეს თქვე­ნი ბიჭი ჩვენს ბი­ჭებ­სა და გო­გო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახლა ტყვე­ო­ბა­ში არი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა და სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლონ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა