თეგებით ძიება

"სკოლა, რომლიდანაც გამომიშვეს იმიტომ, რომ არ მეცვა ბოლო მოდის "ზმანები" და მითხრეს, გაკვეთილს ზედმეტად ფილოსოფიურად ხსნიო, დაიხურა" - რას წერს პედაგოგი?

პედაგოგი, თამო ხელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ მიზეზებს წერს, რის გამოც ის სკოლიდან გაუშვეს.

"მოკლედ ბუმერანგზე მინდა ვისაუბრო სკოლა, რომელშიც მთელი ჩემი გული ჩავდე და სამსახურიდან გამომიშვეს იმიტომ, რომ არ მეცვა ბოლო მოდის "ზმანები" და პედაგოგი კედებით და ჯინსებით არ უნდა დადიოდესო გამომიცხადეს, ახლა დაიხურა.

სკოლა, რომელმაც მითხრა, რომ ზედმეტად ფილოსოფიურად ვხსნი გაკვეთილებს და ამიტომ დამიწუნა, დაიხურა. სკოლა, რომელმაც იმიტომ დამიწუნა, რომ ლამაზი ხარ და თქვენ გიყურონ თუ გაკვეთილს უსმინონო დაიხურა. ნუ ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. იმის მერე პროფესორი გავხდი და დღეს, ყოველ დღე, უამრავ შემოთავაზებას ვიღებ სკოლებიდან და მადლობა თითოეულ მათგანს. თუმცა ჩემი უნივერსიტეტი ყველას მირჩევნია
და ჩემი აბიტურიენტები", - წერს თამო ხელაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა