ისლამი

ისლამი ანუ მუსულმანობა სიდიდით მეორეა მსოფლიო რელიგიებს შორის.,,ისლამი”არაბულად ნიშნავს – ,,მორჩილებას”.  ისლამი ჩაისახა ახ.წ. VII  საუკ.არაბეთის ნახევარკუნძულზე.  ტრადიციის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი იყოღვთის მოციქული მუჰამედი, წარმოშობით არაბი, რომელიც ქ.მექაში ცხოვრობდა. მასრამდენჯერმე გამოეცხადაგაბრიელ მთავარანგელოზი, რომლისგანაც მიიღო წმინდაწიგნის –  ყურანის  სურები.  ყურანი ითვლება მუსულმანთათვის წმინდა წიგნად.  ისმუჰამედის ქადაგებით მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს.

მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა – მუჰამედია რომელმაც თავი ერთი ღმერთის – ალაჰის მოციქულად გამოაცხადა იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი.

ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ..ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის – შარიათის წყაროდ იქცა.

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს:

1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება;

2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი);

3. მარხვა (საუმი, ურაზა),

4. მოწყალების გაცემა (ზაქათი);

5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ვიდეო:

This entry was posted in ვიდეო, მსოფლიო რელიგია, უძველესი რელიგიები, ფოტო. Bookmark the permalink.

Leave a comment