ბავშვის კაბა 10 წუთში! ყველაზე მარტივი მასტერკლასი თინისგან :) კერვა სიამოვნებაა!!!

4

ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალი ცდილობს რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს ძველი ფორმები, თუმცა ცოტა თუ ახერხებს მიაღწიოს მიზანს. ბუნებრივია, ორგანიზმის ამხელა ტრანსფორმაციის შემდეგ სამოსი, რომელიც ორსულობამდე გვეცვა ან არ გვეტევა, ან უბრალოდ აღარ გვიხდება .  დამეთანხმებით, ძნელია უყურო ტანსაცმელს, რომელსაც ვეღარ ირგებ. ასეთ ტანსაცმელთან განშორებაც გვეძნელება; ზოგი პირველ პაემანზე გვეცვა, ზოგი ძალიან ძვირფასი და ხარისხიანია, ზოგთანაც უბრალოდ კარგი მოგონებები გვაკავშირებს. ასეთ შემთხვევაში არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა და სხვადასხვა მტანჯველი დიეტების საკუთარ თავზე გამოცდა. წონაში დაკლება ხანგრძლივი პროცესია, ამასობაში კი შეიძლება თქვენი საყვარელი სამოსი მოდიდან გადავიდეს ან სულაც ჩრჩილმა დააზიანოს. გთავაზობთ ტანსაცმლის გადაკეთების უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენ  საყვარელ სამოსს მეორე სიცოცხლე,  ხოლო თქვენს პატარას ექსკლუზიური კაბა აჩუქოთ.

ამ ფოტოზე ჩემი შვილი 3 წლისაა. მშობიარობიდან 3 წლის განმავლობაში ეტყობა იმედი მქონდა, რომ «AXARA»-ს ამ ულამაზესი, 34 ზომის კაბაში (როდესმე) კიდევ ჩავეტეოდი 😀 😀 😀

მოკლედ, დავიწყოთ!

დაგვჭირდება: ბავშვის მაისური ან კაბა (ნებისმიერი, რომელიც კარგად აქვს), მაკრატელი, ცარცი, ნემსი, ძაფი, საკერავი მანქანა, მონდომება და კერვის ელემენტარული ცოდნა!

ნაბიჯი # 1 : სამუშაო ზედაპირზე (იატაკი, მაგიდა) გავშალოთ კაბა, რომელიც გადასაკეთებლად გავიმეტეთ. ზედ დავაფინოთ ბავშვის კაბა გადმობრუნებულ მდგომარეობაში! და კონტურები ცარცით შემოვხაზოთ. არ დაგვავიწყდეს ყველა მხარეს მივუმატოთ დაახლოებით ერთი სანტიმეტრი გვირისტისთვის.

aa

ნაბიჯი # 2 : გამოვჭრათ! 🙂

nab2

ნაბიჯი # 3 : შევკეროთ! :p

nab21

მორჩენილი მასალისგან შეგიძლიათ ნებისმიერი აქსესუარი დაამზადოთ 🙂 როგორც თქვენთვის , ასევე პატარასთვის 🙂 მე თმის სამაგრი გავაკეთე. ბაფთა მორჩენილი ნაჭრისგან, რომელიც ძველ, რკინის თმის სამაგრს დავამაგრე სილიკონის წებოთი.

p.s. არ დაგავიწყდეთ მომწეროთ, როგორი გამოგივიდათ. წარმატებებს გისურვებთ! :*

#2 ცარცის წასმა#3 გამოჭრა#6 mza Tmis samagri

5

Оставьте комментарий