დაახლოებით რა დაგიჯდებათ ბინის რემონტი?

რე­მონ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს წი­ნას­წარ და­ფიქ­რე­ბას და ყვე­ლაფ­რის კარ­გად და­გეგ­მვას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ზედ­მე­ტი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა ის  არც ისე სასიამოვნო პროცესია, რომელიც დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს , თუმცა ორივეს გაღება სასურველი შედეგის მისაღებად ნამდვილად ღირს.

  • სწო­რი და­ან­გა­რი­შე­ბა: თქვენ წი­ნას­წარ უნდა გა­მოთ­ვა­ლოთ მა­სა­ლე­ბის და ხე­ლო­ბის ფა­სე­ბი. აწარ­მო­ოთ ხარჯთაღ­რი­ცხვა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯიც.
  • სწო­რად უნდა შე­ა­ფა­სოთ ბი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა: თუ კედ­ლე­ბი დაბ­ზა­რუ­ლი, ან მრუ­დეა, შე­ღებ­ვა და შპა­ლე­რის გაკ­ვრა ვერ და­გეხ­მა­რე­ბათ. იგი­ვე ეხე­ბა ია­ტაკს. თუ ზე­და­პი­რი არა­თა­ნა­ბა­რია, ნუ იჩ­ქა­რებთ პარ­კე­ტის და­გე­ბას.
  • თვა­ლი ადევ­ნეთ ფა­სებს. თუ ძა­ლი­ან არ გეჩ­ქა­რე­ბათ, ფა­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ხარ­ჯებს და­გი­ზო­გავთ. შე­ი­ძი­ნეთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით, აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­შიკედლები:პირველ რიგში კედლები უნდა დამუშავდეს და გასწორდეს იდეალურად.უმჯობესი იქნება საღებავსა და შპალერზე თანხა არ დაზოგოთ და ხარისხზე გაამახვილოთ ყურადღება.საღებავის ფასი 7.70 ლარიდან იწყება
    შპალერი – 6 ლარიდანბოლო წლე­ბის ერთ-ერთი ტრენ­დია დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის კე­დე­ლი, ე.წ. Loft-ის სტი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ინ­ტე­რი­ერს.

    დე­კო­რა­ტი­უ­ლი აგუ­რის ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი ფასი 0, 40 ლა­რია. 10 კვად­რა­ტულ მეტრზე, ასე­თი კე­დე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ.

    ია­ტა­კი

    ბი­უ­ჯე­ტუ­რი, ად­ვი­ლად და­სა­გე­ბი და მარ­ტი­ვი მო­სავ­ლე­ლი ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კია. მათი ფა­სე­ბი 17 ლა­რი­დან იწყე­ბა და ხარისხისა და გამძლეობის მიხედვით იზრდება. 10 კვად­რა­ტულ მეტრზე, ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კის ფასი მი­ნი­მუმ 170 ლა­რია.

     

    კარი

    ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი MDF-ის კა­რია. შე­და­რე­ბით ძვი­რია ლი­თო­ნის კარი. MDF-ის კა­რის  მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 130 ლა­რიდან იწყება

    ჭერი და განათება

    გა­ნა­თე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბი­ნა­ში, სიმ­ყუდ­რო­ვის და კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად.

    არსებობს რამდენიმე სახეობის ჭერი, რომლებიც ფასისა და გამძლეობის მიხედვით განსხვავდება: თაბაშირ-მუყაო, დაპრესილი ხის ჭერი, ფრანგული გასაჭიმი ჭერი და სხვა. გასაჭიმი ჭერი – კვ.მ 25 ლარიდან იწყება ხოლო
    თაბაშირმუყაო – 3 კვ. – 12.50 ლარიდან.

    თუ ლედ-გა­ნა­თე­ბა გჭირ­დე­ბათ, ის 9 ლა­რი­და­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ხოლო ჭაღების ფასი სულ რაღაც 10 ლარიდან იწყება .

    შავი კარკასიდან თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასაყვანად ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 30$ დან 50$ მდეა, ექვივალენტი ლარში.(1 კვ.მ) მოიცავს: კედლების ლესვას, იატაკის დასხმა, სანტექნიკა-წყალგაყვანილობის მოწყობა, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი.

    ხოლო ერთი კვადრატულის სრული რემონტი თეთრი კარკასიდან 100$ დან იწყება.რემონტის ხარჯები იცვლება მოსაპირკეთებელი სარემონტო მასალის ღირებულების მიხედვით.
    თეთრი კარკასიდან სრული რემონტი მოიცავს: სამღებრო (სამალიარო) სამუშაოებს, თაბაშირ-მუყაოს ან ფრანგული გასაჭიმი ჭერის მოწყობას, არჩევთ სურვილისამებრ; სველი წერტილების მოპირკეთებას ,ოთახშორის ტიხრების მოწყობა; ოთახშორისი კარები; იატაკის საფარის დაგებას- ლამინატი,პარკეტი, კერამიკული ფილა; სუსტი დენის ქსელების მონტაჟი; სანტექნიკის და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

     

ზარის შეკვეთა