ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-ისა N4-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება. სკვერის სივრცის განახლება 3500 კვ. მ ფართობზე მიმდინარეობს. მონტაჟდება შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე სკვერი გამწვანდება. მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.