ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 11 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ სივრცეში, ამ ეტაპზე, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, იდგმება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები.

მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“  ხოლო ზედამხედველობას ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.