სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა. 

სანდრო ბაზაძეს 2022/2023 წლების საუკეთესო კაცი  ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზი დღეს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე FIE-ის კონგრესზე გადაეცა. 

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა - გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი,  მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები