"საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში“-თერჯოლის მერია საახალწლოდ საუკეთესოდ მორთული სახლის მფლობელს 1000 ლარს გადასცემს

"საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში“-თერჯოლის მერია საახალწლოდ საუკეთესოდ მორთული სახლის მფლობელს 1000 ლარს გადასცემს

თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, თერჯოლაში კონკურსი: 
"საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში“ ცხადდება. 

"თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქ თერჯოლაში, გადაუღეთ ფოტო საცხოვრებელ სახლს, კორპუსს, აივანს, ეზოს ან თქვენს კომპანიასა თუ ორგანიზაციას, სადაც ორიგინალური და შემოქმედებითი შტრიხებით გექნებათ მორთული თქვენი სივრცე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მორთონ თავიანთი სივრცეები 10 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ფოტო გამოგვიგზავნონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში ან და შეავსეთ მითითებული ბმული: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdL2hC0CQJY31vkMAILk3h2Hp7Q-5UroRNNZ-qZg2dqNLb2Eg/viewform?usp=sf_link

კონკურსში სამ საუკეთესო სივრცეს  სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გამოავლენენ, რომლებსაც ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცემათ.

დაიწყე საახალწლო განწყობის შექმნა დღესვე!

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

საკონტაქტო პირი: მარიამ ქველიძე- 598 707 540; ნინო ლილუაშვილი-598 800 910,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები