2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს იზეიმებს

2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს იზეიმებს

ლენტეხში ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი ბრძანდება.

პატრიარქის საიუბილეო წლებთან (აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავი)  დაკავშირებით ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი საქართველოს მასშტაბით  მოგზაურობს. 

25-26 ივლისს ხატი  ლენტეხის მუნიციპალიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ხოლო, 27 ივლისს  მესტიის მუნიციპალიტეტში გადააბრძანებენ.

შეგახსენებთ, 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს იზეიმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში ქვა-ჯვარი აღიმართება. ასევე, ტარდება ფილმის „მახარობლის“ ჩვენება. 

ლენტეხის ქუჩებში ჩატარდა ლიტანიობა. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ  სტეფანეს მიერ  მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე, იკურთხა ის ადგილი, სადაც  ქვა-ჯვარი აღიმართება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები