"დასანანია ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება, ის ნამდვილად დააკლდება ქუთაისს"

"დასანანია ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება, ის ნამდვილად დააკლდება ქუთაისს"

რადიო "ძველი ქალაქის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი, ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რადიო "ძველი ქალაქის” დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და ქუთაისს. 

მან მაღალი პროფესიონალიზმით და ნიჭიერებით ქუთაისში შექმნა რადიოს ეპოქა და ღირსეულად იდგა საზოგადოებრივი საქმის გვერდით. 

დასანანია, ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება, ის ნამდვილად დააკლდება ქუთაისს,"-ამბობს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

ძალიან ადრე დააკლდა ქეთი ქუთაისს. ვწუხვარ და მენანება.

თანავუგრძნობ ამ მწუხარებაში ქეთის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.

ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნას ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს,"-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები