ზღვის დღესასწაული

1ალბათ, არცერთი სხვა სტიქია არ ბადებს ისეთ გრძნობებს, როგორსაც ზღვა. ის დაკავშირებულია რომანტიკულ თავგადასავლებთან და სანატრელი შვებულების აურასთან.

ზღვაზე დასვენების შემდეგ ჩამოტანილ ორიგინალურ სუვენირებს შორის ყველაზე პოპულარული და ლამაზი – ნიჟარებია. ისინი ისეთი მრავალფეროვანია ფორმის, შეფერილობისა და ზომის მიხედვით, რომ იშვიათია, ადამიანი გულგრილი დატოვოს.

2იქნებ სახლში ზაფხულებისა და შვებულებების ამ ულამაზესი სახსოვრების მთელი კოლექცია დაგიგროვდათ?

მაშინ რატომაც არ უნდა მოაწყოთ ზღვის დღესასწაული? ეს განსაკუთრებით სახალისოა იქნება შემოდგომაზე, როცა უკვე სიგრილეა, დღეც მოკლდება და გინდა ზღვისა და დასვენების შესახებ მოგონებები დიდხანს შემოინახო! მომავალ ზაფხულამდე და შესაბამისად, შვებულებამდე ხომ უჰჰჰჰჰ რამდენი დროა დარჩენილი 😉

რას გულისხმობს ზღვის დღესასწაული?

  • სახლის/ეზოს/ვერანდის ზღვის დეტალებით დეკორირებას
  • ზღვის თემატიკის სადღესასწაულო მაგიდის სერვირებას
  • კერძების მომზადებას, რომლებიც ზღვას გვაგონებს

დავიწყოთ დეკორირებით. ზღვის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს კომპოზიციებს ნიჟარებისგან, ზღვიდან ჩამოტანილი ქვებისგან, ზღვის ვარსკვლავებისა და ქვიშისგან, ზღვასთან დაკავშირებულ ნივთებს; ასევე ნიჟარებით გაფორმებულ კედლის დეკორაციებს, სარკეებისა და ჩარჩოების ნიჟარებით გაფორმების იდეებს.

3მოკლედ, ყველასთვის, ვისაც 105 ან თუნდაც 5 ნიჟარა აქვს, და ასევე მათთვისაც, ვისაც უყვარს ასეთი სუვენირები – ჩვენი მეგა-კოლექცია ზღვის თემაზე. აქ ნახავთ უამრავ იდეასა და მაგალითს, რომლებიც თქვენს ინტერიერს ნიჟარების მეშვეობით ორიგინალურ შესახედაობას შესძენს:

5

დეკორაციები ბაღის, კედლებისა და ჭერისთვის:

6 7

დეკორატიული სანთლები სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნიჟარებისა და ზღვის ვარსკვლავების გამოყენებით:

8 9 10 10-sea-inspired decor 11 11-sea-inspired decor 12

ნიჟარები + მცენარეები:

13 OLYMPUS DIGITAL CAMERA

სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი:

15-sea-inspired decor 16 17ახლა რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრის სერვირებას ზღვის დღესასწაულისთვის.

იდეების ამ კოლექციაში ჩვენ შევკრიბეთ სადღესასწაულო მაგიდის სერვირების უამრავი მაგალითი. ლურჯი ზღვა და თეთრი ქვიშა, გემები და ბადეები, ზღვის ვარსკვლავები და ნიჟარები, ხის ქერქები და სანთლები ეკო სტილში, რომლებიც შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს. პალიტრა შეხამებით თეთრი-ლურჯი ან ცისფერი-კრემისფერი სულიერი წონასწორობის შექმნაში დაგეხმარებათ. გალერეაში მოყვანილია ფოტოები, რომლებზე გამოსახული დეტალებიც მაგიდის ზღვის სტილში გაფორმების საშუალებას მოგცემთ.

ზღვის მოტივებზე სერვირების იდეების ნაკრები:

19 20 21 22 23

კიდევ რამდენიმე იდეა:

24 25და ბოლოს, რა შეიძლება მოამზადოთ? ყველაფერი, რაც ზღვას მოგაგონებთ.

ჩვენი მენიუ ასეთი იქნებოდა:

  • თევზის კერძების ნაირსახეობები, მაგალითად, თევზი სპაგეტითა და ბოსტნეულით.

26

ან რაიმე ეგზოტიკური, მაგალითად რვაფეხა. მიუხედავად ჩემი სიძულვილისა დაკლაკნილ-სლიკინაკანიანი არსებების მიმართ, იძულებითი ჭამის შემდეგ აღმოვაჩინე,  რომ ბატონი რვაფეხა დიდად შესარგი და გემრიელი რამ ბრძანდება.

27

პლუს ნატურალური წვენები და/ან თეთრი ღვინო – მე ღვინოს უფრო ვემხრობი!

28

და თუ ჭამის თავი კიდევ გაქვთ, დესერტი – ბანანი ნაყინითა და კარამელით.

????????

ლამაზ და გემრიელ დღესასწაულს გისურვებთ!

Comments
One Response to “ზღვის დღესასწაული”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მოცურავე ყვავილებსა და სანთლებს – ეკო ელემენტები, ზღვის ნიჟარები, სარკეები, საკიდები, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე