ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ხეები

Dragonsblood2

ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება ნაძვი, ფიჭვი, მუხა, ცაცხვი და მათ ვიზუალს მიჩვეული ვართ, ამიტომაც როცა განსხვავებულ ხეებს ვხედავთ, შეიძლება არც დავიჯეროთ, რომ ისინი რეალურად არსებობენ. არადა ეს საოცარი ხეები მშვენივრად იზრდება საკუთარ სამშობლოში და ადგილობრივებისთვის არანაირ საოცრებას არ წარმოადგენს.

მაგალითად, ბაობაბი ძნელად შეიძლება ჩვეულებრივ ხედ ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ბაობაბს ასაკის განმსაზღვრელი რგოლებიც კი არ აქვს – ამ ხეების ასაკის გამოსაანგარიშებლად მეცნიერები რადიონახშირბადის ანალიზით კმაყოფილდებიან.

bao1

ბაობაბის სხვადასხვა სახეობები აფრიკისა და ავსტრალიის დაბლობებში იზრდება. მას ხშირად გადაბრუნებულ ხესაც უწოდებენ, რადგან ფოთლების გარეშე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მიწაში უკუღმაა ჩაფლული და ჰაერში ფესვები აქვს აშვერილი.

საინტერესოა ბაობაბის ერთ-ერთი სახეობა – ბაობაბი-ჩაიდანი, რომელიც ძირითადად მადაგასკარის პეიზაჟს ამშვენებს.

bao-pot

ის ბაობაბის ცალკე ჯიშად არ მიიჩნევა – მადაგასკარზე არსებული ექვსი სახის ბაობაბიდან ნებისმიერს შეუძლია ჩაიდნის თუ ბოთლის ფორმის მიღება. სავარაუდოდ ხე ასეთი ფორმის მიღებით წყლის მომარაგებაზე ზრუნავს.

bao-bottle

კიდევ ერთი საინტერესო ხე – ცისარტყელა ევკალიპტია. ამ უჩვეულო ხის ქერქი მხატვრის ნამუშევარს გავს.

rainbow-1

ზოგადად, ევკალიპტები, თუნდაც, „ცისარტყელა“ ქერქი არ ჰქონდეს, მაინც არაჩვეულებრივი ხეეებია. მათი უნიკალურობა სიმაღლეა – ევკალიპტი ყველაზე მაღალი ხეა, რომელიც დედამიწაზე როდესმე არსებულა. 1872 წლით დათარიღებულ ერთ-ერთი ტექსტში ნახსენებია წაქცეული ევკალიპტი, რომლის სიმაღლეც 150 მეტრზე მეტი იყო.

evc-1

ასევე უჩვეულო ხეა დრაკონის ხე, რომელსაც ბაობაბის მსგავსად, ასაკის რგოლები არ გააჩნია. ქერქის გაჭრისას გამოსული უჩვეულო წითელი წვენის გამო ამ ხეს დრაკონის სისხლის ხესაც უწოდებენ.

dragon1

ყურადღებას იმსახურებს ბამბის ხეები (სეიბი ან სეიბა), რომლებიც კამბოჯის უძველესი ციხე-სიმაგრის ანგკორ-ვატის ნანგრევებში იზრდება. უკვე დიდი ხანია ხის ფესვები დიდებული ციხე-სიმაგრის ქვის ნაგებობებთან სამუდამოდაა შეზრდილი.

seib

სეიბი არა მხოლოდ უძველესი ნაგებობის ნანგრევებთან ლამაზი „სიმბიოზის“ კონტექსტშია საინტერესო. ის პალმის ხეების ოჯახიდანაა და ძირითადად პლანეტის გვალვიან, მშრალ რეგიონებში იზრდება. ამის გამო ხის მთელი ტანი და ტოტები ეკლების სქელი ფენითაა დაფარული, რაც ხეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ტენის შენარჩუნებაში ეხმარება.

Ceiba_2სეკვოია – უზარმაზარი ხე, რომლის ტოტებიც და ფესვებიც სიმაღლესა და სიღრმეში ათობით მეტრს აღწევს, გულწრფელ აღფრთოვანებას იმსახურებს.

sec2

დღეისთვის ცნობილია დაახლოებით 50-მდე სეკვოია, რომელთა სიმაღლეც 105 მეტრს აჭარბებს. უძველესი სეკვოიების ასაკი 3,5 ათას წელზე მეტია.

sec-1

ზოგიერთი ხე იმდენად უჩვეულოა, რომ მათ საკუთარ სახელებს არქმევენ. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ასაკი, უჩვეულო ფორმა ან კოლოსალური ზომა.

ერთ-ერთი ასეთი საკუთარსახელიანი ხეა მთის ფიჭვი მათუსალა, რომელიც 1953 წელს კალიფორნიის შტატის აღმოსავლეთში ინიოს ნაციონალური ტყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

math-1

მათუსალა უნიკალურია იმით, რომ ის ერთ-ერთი უძველესი ცოცხალი ხეა მსოფლიოში – ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მათუსალას წელს 4843 წელი შეუსრულდა. ვანდალიზმის აქტების თავიდან არიდებისა და ხის დაცვის მიზნით ფიჭვის ზუსტი ადგილმდებარეობა გახმაურებული არ არის.

სამხრეთ კაროლინაში დგას კიდევ ერთი საკუთარსახელიანი ხე. საუბარია 1500 წლის მუხა ენჯელზე, რომელიც ჯონის კუნძულის ტყეში იზრდება. მუხის სიმაღლე 20 მეტრია, დიამეტრი 2,7 მეტრი, ყველაზე გრძელი ტოტი კი 27 მეტრი სიგრძისაა. საკუთარი სახელი მუხამ ოდესღაც ამ მიწების უკანასკნელი მფლობელი ოჯახის – ენჯელების გვარიდან მიიღო.

angel1

მექსიკის ქალაქის სანტა-მარია-დელ-ტულეს ერთ-ერთ ეკლესიასთან დგას მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ხე ტულე. ხე ტაქსოდიუმების ოჯახს ეკუთვნის, რომლებიც მხოლოდ მექსიკაში იზრდება. მისი ტანის დიამეტრი 11,62 მეტრია, სიმაღლეში ტულე 35,4 მეტრს აღწევს, მისი ვარჯის გარშემოწერილობა კი 36,2 მეტრია. ეს ხე ადრე უფრო მაღალი იყო. სხვადასხვა ვერსიის თანახმად, ტულე 500 წლიდან 6 ათას წლამდე ასაკის შეიძლება იყოს.

tule-2

1994 წელს ხემ ხმობა დაიწყო – დასცვივდა ფოთლები, გამოუშრა და დაემტვრა ტოტები. აღმოჩნდა, რომ მიზეზი წყლის სიმცირე იყო. “წყლის თერაპიის” შემდეგ ხე გამოცოცხლდა და დღემდე სანტა-მარია-დელ-ტულეს სიმბოლოდ მიიჩნევა.

tule3

უძველესი ზეთისხილის ხე იზრდება კუნძულ კრეტაზე – ხე ელაია ბუიბონი. მიუხედავად  ასაკისა, ხე უკვე დაახლოებით 4 ათასი წლისაა, ელაია ბუიბონი ნაყოფს დღემდე ისხამს.

elaia elaia-2

და ბოლოს, შეუძლებელია უჩვეულო ხეებს შორის არ ვახსენოთ ბაჰრეინის ქალაქ ჯებელ-დუჰანის შორიახლოს მდგარი სიცოცხლის ხე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ხეებთან შედარებით ახალგაზრდა, სულ რაღაც 400 წლისაა, მაგრამ შესაძლოა ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ხეებს შორის ყველაზე უნიკალური. წარმოუდგენელია, როგორ გაიზარდა ასეთი უზარმაზარი ხე წყლის უკიდურესი სიმწირის პირობებში. მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ მოახერხა ეს ბაჰრეინულმა სიცოცხლის ხემ. ხის სანახავად უამრავი ტურისტი მიდის. ადგილობრივ მცხოვრებთ კი სჯერათ, რომ ხე სამოთხის ბაღის ადგილზე დგას.

life-tree-1

Comments
2 Responses to “ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ხეები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა. […]

  2. […] 17 ფუტს აღწევს, ხოლო სიმაღლე 8 ფუტს. ამ გიგანტური ხის სიმაღლე 83 მეტრს აღწევდა, ხოლო […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე